ევროპა ლიგა. II ტური: ოქრიაშვილმა შესვლისთანავე "სევილიას" მაკრატელა გაუტანა და "კრასნოდარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგაზე მე-2 ტურის დარჩენილი 12 მატჩი ჩატარდა და ალბათ, ამ ტურში საუკეთესო გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

"კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "სევილიას". გამარჯვების ულამაზესი გოლი ოქრიაშვილმა 88-ე წუთზე მაკრატელათი გაიტანა. ის შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა.


"სპარტაკი" მოსკოვში დაუზავდა "ვილიარეალს" (3:3). ამ მატჩში "ყვითელმა" სუბმარინამ" ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრა - პენალტით კასორლამ. "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადში არ შეიყვანა.

"აინტრახტმა" ფრანკფურტში 4:1 მოუგო "ლაციოს". ევროტურნირებზე იტალიური გუნდების წარმატებულად ასპარეზობის
ფონზე რომელთა ასეთი განადგურება მართლაც გასაკვირია.

კიევის "დინამო" ჩეხეთში 2:0-ს უგებდა "იაბლონეცს" და საბოლოოდ ფრით მოუწია დაკმაყოფილება - 2:2.

"ჩელსიმ" ლონდონში მეორე ტაიმში მორატას გატანილი გოლით 1:0 მოუგო "ვიდეოტონს".

G ჯგუფი
რეინჯერსი - რაპიდი 3:1
გოლები: 0:1 ბერიშა (41), 1:1 მორელოსი (43), 2:1 ტავერნიერი (84, პენ), 3:1 მორელოსი (90+4)

სპარტაკი (მ) - ვილიარეალი 3:3
გოლები: 0:1 ეკამბი (13), 1:1 ზე ლუისი (34, პენ), 1:2 ფორნალსი (49), 2:2 ზე ლუისი (82), 3:2 მელგახერო (85), 3:3 კასორლა (90+6, პენ)

H ჯგუფი
აპოლონი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 პაიე (50), 0:2 ლუის გუსტავო (67), 1:2 მარკოვიჩი 74), 2:2 ზელაია (90)

აინტრახტი - ლაციო 4:1
გოლები: 1:0 და კოსტა (4), 1:1 პაოლო (23), 2:1 კოსტიჩი (28), 3:1 იოვიჩი (52), 4:1 და კოსტა (90)
გაძევება: ბასტა (ლაციო, 45), კორეა (ლაციო, 58)

I ჯგუფი
მალმიო - ბეშიქთაში 2:0
გოლები: 1:0 ერკინი (53, საკ. კარში), 2:0 როზენბერგი (76, პენ)

სარპსპორგი - გენკი 3:1
გოლები: 1:0 მორტენსენი (5), 1:1 ტროსარდი (49), 2:1 ზაჰარიასენი (54), 3:1 მორტენსენი (63)

J ჯგუფი
კრასნოდარი - სევილია 2:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (43), 1:1 პერეირა (72), ოქრიაშვილი (88)

სტანდარდი - ახისარსპორი 2:1
გოლები: 1:0 ემონდი (17), 1:1 აიკი (32), 2:1 ჯენეპო (40)

K ჯგუფი
ასტანა - რენი 2:0
გოლები: 1:0 ზაინუტდინოვი (64), 2:0 ტომასოვი (90+1)

იაბლონეცი - დინამო (კ) 2:2
გოლები: 0:1 ციგანკოვი (8), 0:2 გარმაში (14), 1:2 ჰოვორკა (33), 2:2 ტრავნიკი (81)

L ჯგუფი
ბატე - პაოკი 1:4
გოლები: 0:1 პრიიოვიჩი (6), 0:2 ჟაბა (11), 0:3 ჟაბა (17), 1:3 სკავიჩი (61), 1:4 პელკასი (73)

ჩელსი - ვიდეოტონი 1:0
გოლი: 1:0 მორატა (70)

მკითხველის კომენტარები / 16 /
საღოლ თოკო, მადლობა რომ ასე გაგვახარე!
B-52
05 ოქტომბერი 2018 16:04
0
დამისახელეთ თუნდაც ერთი სუპერვარსკვლავი, რომელმაც რამეს მიაღწია თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშის გარეშე, არ არსებობს ასეთი რამ. ჰოდა ივარჯიშეთ ბიჭებო და და არაფრით ნაკლებნი არა ხართ არავიზე, ეს გოლიც ამისი დასტურია, რა ნაკრები გვეყოლება თუ ეს ბიჭები უტრავმოდ იქნებიან! ტრავმას კი უმრავლეს შემთხვევაში უვარჯიშებლობა იწვევს, წინ ოქრი და კომპანიავ, დიდი შედეგის დადება შეგიძლიათ, მხოლოდ ივარჯიშეთ და არ მოდუნდეთ.
ბმბ
05 ოქტომბერი 2018 14:15
0
გილოცავ თორნიკე ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს გოლს შენთვის და კლუბისთვის! უბრალოდ გულნატკენი ვარ იმაზე რომ ყოველ უქმეებზე ქართველი ხალხი ვერ ვტკბებით ოქრის თამაშის ყურებით,ასევე ჯანოს,მჭედლიძის,ყენიას თამაშის ყურებით. სამწუხაროთ ამ ბიჭებს არ უმართლებთ კარიერაში ხან ტრამვა აქვთ და ხან თადარიგში სხედან! არადა რამდენი ბევრი ასეთი ლამაზი მომენტის შექმნა და ჩუქება შეუძლიათ ჩვენთვის! სამწუხაროდ თითოეული მათგანი სეზონში 10-12 მატჩსაც ვერ ატარებს სრულად! ზემოთ აღნიშული მიზეზის გამო.
kika
05 ოქტომბერი 2018 11:10
0
ბრავო, თოკო! მაგარი ხარ და მალე ნაკრებსაც მაგრად გამოადგები
Fani
05 ოქტომბერი 2018 11:09
0
არა რა,თორნიკეს არაფერი ესაქმება ფეხბურთში,ეგ ისტორიკოსია მოწოდებით.ბიჭო,რაც კრასნოდარში გადავიდა,სულ დამტვრეულია,მაგრამ როგორც კი სიარულს შესძლებს,მაშინვე კრასნოდარის ისტორიის წერას იწყებს.როცა დაახლოებით ასეთი გოლი გაუტანა ზენიტს,ბევრი სწერდა,რომ ეს შეთხვევით გააკეთა.კი ბატონო იყოს შემთხვევით,მაგრამ როცა იგივე განმეორდება,ეს უკვე შემთხვევითობას გამორიცხავს და ამტკიცებს,რომ იმ პირველ შემთხვევაშიც შემთხვევითი არაფერი იყო და მართლაც მაშინაც და ახლაც,მაგ პოზიციებიდან შემთხვევის იმედზე კარში მხოლოდ სულელი დაარტყავს,ოქრიმ კი ორიდან ორჯერ გაიტანა.
სოსო
05 ოქტომბერი 2018 10:41
0
ტეხავს, მაგრამ ესპანელები მეცოდებიან როცა რუსებს ეთამაშებიან, ვაბშე არ მოუგიათ კარგა ხანია. ვერ უგებენ ფაქტია. ვილიარეალიც სასწაულად გადარჩა წაგებას.
1234
05 ოქტომბერი 2018 10:38
0
დაბრუნებაც ასეთი უნდა. ყოჩაღ თოკო გაიხარე და უმრავჯერ გაგეხარებინოს შენი ქომაგები კლუბშიც და ნაკრებშიც.
გაიოზ გოშაძე
05 ოქტომბერი 2018 10:07
0
უბადლოდ შესრულებული ულამაზესი გოლია, მაგრამ მაინტერესებს აპოლონი, მალმიო, ასტანა და ბატე თუ თამაშობს შესარჩევში ჩვენ რა ჭირი და დოზანა გვჭირს??
ლაშა
05 ოქტომბერი 2018 09:20
0
არა მარტო თამაშობენ არამედ იგებენ კიდეც
ალეკო
05 ოქტომბერი 2018 11:17
0
ძმა ხარ თოკო, არათამაშებს ეგ ჩემისა თორე უფრო მეტს შეაგდებს, მიუშვი ეს კაცი თამაშობს ფეხბურთს. ააუუუუუ რაფერ გამისწორდა ასჯერ გადავახვიე.გილოცავთ ყველას
ემირი
05 ოქტომბერი 2018 02:51
5
გამოდის რომ თამაშის პრობლემა აქვს D ა ერთეული მომენტების ფეხბურთელია
Ravici ravici
05 ოქტომბერი 2018 15:31
0
Genacvale sagil toko ¤♡♡☆
Emigranti
05 ოქტომბერი 2018 01:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული