ევროპა ლიგა. V ტური: ქართველებმა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინეს - ზოგიერთს შანსიც არ მისცეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 ნოემბერს ევროპა ლიგის მე-5 ტურში ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

ტრნავას "სპარტაკი" ბრიუსელში "ანდერლეხტთან" უგოლო ფრეს დასჯერდა და გათამაშებას გამოეთიშა. სლოვაკური გუნდის ორივე ქართველმა ლეგიონერმა, დავით სხირტლაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად იასპარეზეს.

ლონდონის "არსენალს" განაღდებული ჰქონდა პლეი-ოფის საგზური და "ვორსკლასთან" ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა. უკრაინის ნაწილში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო მატჩი კიევში ჩატარდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (3:0). პოლტაველთა ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია, ხოლო მცველი ანდრო გიორგაძე განაცხადში არ იყო.


"დუდელანჟი" "მილანთან" 2:5 დამარცხდა. ლუქსემბურგული გუნდის
ნახევარმცველი ლევან ყენია მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.


"კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "აკჰისარს".  ყუბანელთა ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო.

შეგახსენებთ, "სპარტაკი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "რაპიდთან" და მოსკოველთა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სათადარიგო გახლდათ.

A ჯგუფი
ლევერკუზენი - ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 0:1 მარსელინიო (69), 1:1 ვეისერი (85)

ციურიხი - აეკი 1:2
გოლები: 0:1 გიანოუ (38), 1:1 ჰელიფი (74), 1:2 ტრიჩკოვსკი (85)

B ჯგუფი
ზალცბურგი - ლაიპციგი 1:0
გოლი: გულდრაბსენი (74)

რუსენბორგი - სელტიკი 0:1
გოლი: 0:1 სინცდაირი (42)

C ჯგუფი
ბორდო - სლავია 2:0
გოლები: 1:0 დე პრევილე (49), 2:0 კოუნდე (90)

ზენიტი - კოპენჰაგენი 1:0
გოლი: 1:0 ერიოხინი (67)

D ჯგუფი
ფენერბაჰჩე - დინამო (ზ) 0:0

ანდერლეხტი - სპარტაკი (ტ) 0:0

E ჯგუფი
ყარაბაღი - სპორტინგი 1:6
გოლები: 0:1 დოსტი (5, პენ), 1:1 ზოუბირი (14), 1:2 ფერნანდესი (20), 1:3 ფერნანდესი (28), 1:4 დიაბი (65), 1:5 ფერნანდესი (75), 1:6 დიაბი (82)

ვორსკლა - არსენალი 0:3
გოლები: 0:1 სმიტი (11), 0:2 რამზი (27), 0:3 უილოცკი (41)

F ჯგუფი
ბეტისი - ოლიმპიაკოსი 1:0
გოლი: 1:0 კანალესი (39)
გამოუყენებელი პენალტი: ლეონი (18, ბეტისი)

მილანი - დუდელანჟი 5:2
გოლები: კუტრონე (21), 1:1 შტოლცი (39), 1:2 ტურპელი (49), 2:2 სტელვიო (69, საკ. კარში), 3:2 ჩალჰანოღლუ (70), 4:2 შნელი (78, საკ. კარში), 5:2 ბორინი (82)

J ჯგუფი
კრასნოდარი - ახისარი 2:1
გოლები: 0:1 სერჟინიო (29), 1:1 გაზინსკი (49), 2:1 არი (57)

L ჯგუფი
ბატე - ვიდი 2:0
გოლები: 1:0 სიგნევიჩი (22), 2:0 ივანიჩი (85)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრიაშვილს რომ აქებთ და ადიდებთ რატომ ვერ ხვდება ძირითადში? იგივე ანანიძე. ამათ იმედზეა ნაკრები?
Goga
30 ნოემბერი 2018 08:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული