უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა. 1/8 ფინალი. კიევის "დინამო" "ჩელსისთან" 0:3 დამარცხდა - გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
8 მარტს, ევროპა ლიგის დარჩენილი 3 პირველი 1/16-ფინალური მატჩი ჩატარდა.

კიევის "დინამო" ლონდონში 0:3 დამარცხდა "ჩელსისთან" და პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა.  მთელი 90 წუთის განმავლობაში კიეველებს კარში ერთხელაც არ დაურტყიათ ბურთი. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.

ასევე დამაჯერებლად იმარჯვა სახლში "ნაპოლიმ", რომელმაც "ზალცბურგს" 3:0 მოუგო და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ვალენსიამ" კი "კრასნოდარს" მინიმალური ანგარიშით (2:1) მოუგო და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

განმეორებითი შეხვედრები 14 მარტს გაიმართება.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - დინამო (კ) 3:0
გოლები: 1:0 პედრო (17), 2:0
ვილიანი (65), 3:0 ჰადსონ-ოდოი (90)


ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ზალცბურგი 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (10), 2:0 ფაბიან რუისი (18), 3:0 ონგუენე (58, საკ. კარში)


ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - კრასნოდარი 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (12), 2:0 როდრიგო (24), 2:1 კლასონი (63)