ევროპა ლიგა. 1/8 ფინალი: "არსენალის" მორიგი ქამბექი, "ინტერის" ფიასკო და 2 ოვერტაიმი [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს, ევროპა ლიგის დარჩენილი განმეორებითი 5 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა.

"არსენალმა" ისევ მოახერხა სტუმრად წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა. "მეთოფეებმა" პირველი შეხვედრა საფრანგეთში 1:3 წააგეს, სახლში კი 3:0 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ობამეიანგმა დუბლის შესრულების შემდეგ ნიღაბი გაიკეთა და გამარჯვება ორიგინალურად აღნიშნა.

"ინტერმა" კი მიაღწია გერმანიაში "აინტრახტთან" ნულოვან ფრეს, მაგრამ "სან სიროზე" მოულოდნელად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ბენფიკამ" სახლში 1:0 მოუგო ზაგრების "დინამოს" და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც ლისაბონელებმა ხორვატები გატეხეს - 3:0.

"სლავიასა" და "სევილიას" დაპირისპირება კვლავ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში ესპანელები დაწინაურდნენ, თუმცა ჩეხებმა შემდეგ ორი გოლი გაიტანეს და 1/4 ფინალში გააღწიეს.

"ვილიარეალმა" ამჯერადაც სძლია "ზენიტს" და უკანასკნელი რუსული გუნდი ევროტორნირებიდან გამოვარდა.

48 წლის შემდეგ ევროტურნირების მეოთხედფინალში 6 ინგლისური გუნდი ითამაშებს.

ლონდონი. "ემირეითსი".
არსენალი - რენი 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (5), 2:0 მაიტლანდ-ნილსი (15), 3:0 ობამეიანგი (72)


ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - დინამო (ზ) 3:0
გოლები: 1:0 ჯონასი (71), 2:0 ფერეირა (94), გრიმალდო (105)
გაძევება: სტოიანოვიჩი (104)

მილანი. "სან სირო"
ინტერი - აინტრახტი 0:1
გოლი: იოვიჩი (6)


პრაღა. "სინობო". 19 020 მაყურებელი
სლავია - სევილია 4:3
გოლები: 1:0 ნგადუ-ნგადჯუი (14), 1:1 ბენ იედერი (44, პენ), 2:1 სოუჩეკი (46, პენ), 2:2 მუნირი (54), 2:3 ვასკესი (98), 3:3 ვან ბურენი (102), 4:3 ტრაორე (119)


ვილიარეალი. "დე ლა კერამიკა"
ვილიარეალი - ზენიტი 2:1
გოლები: 1:0 მორენო (29), 2:0 ბაკა (47), 2:1 ივანოვიჩი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 3 /
Seviliis tamashze rato ar daweret? Dagestnelma super talantma rom genialuri goli gautana da sul ragac 30 wami daaklda rom 1/4 finalshi gasuliyo.
Kait ra
13:50 15-03-2019
0
იძახეთ ახლა რუსეთის ჩემპიონატი მაგარიაო DD მაგარი კი არადა, ჩაფლავდა კაი ხანია.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული