უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

აზერბაიჯანელები იურგენ კლოპის ნათქვამმა აღაშფოთა - ისინი ამაში ნაციზმის ნიშნებს ხედავენ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ევროპა ლიგაზე არაფერი ესაქმება, მერსისაიდული გუნდის მენეჯერმა იურგენ კლოპმა ამ ტურნირის ფინალის ბაქოში ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მან თქვა, რომ საერთოდ არ იცის, როგორ ჩააღწიოს ბაქოში. ეს დასავლური საფეხბურთო სამყაროს არა მარტო აზერბაიჯანისადმი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისადმი ზოგადი დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, კლოპის ნათქვამმა ჩვენი მეზობლები გააღიზიანა და აი, რა დაწერა მათმა სახალხო პოეტმა ჩინგიზ აბდულაევმა.

"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი დიადი სპეციალისტია. ეს მართლაც ასეა. თუმცა ბაქოზე მისმა ნათქვამმა შემაძრწუნა.

"არ ვიცი,
იქ რას მიირთმევდნენ, როდესაც ფინალური მატჩის ადგილად ბაქო აირჩიეს?", - იკითხა კლოპმა. ახლა მე მინდა ვკითხო, თავად რა მიირთვა, როდესაც ჩემი ქვეყანა ასე უხამსად მოიხსენია?

უბრალოდ, მინდა გერმანელ კლოპს შევახსენო, რომ ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიის საფუძველი ერების არიელებად და მეორეხარისხოვნებად დაყოფაში მდგომარეობდა. ეს მეორეხარისხოვნები განადგურებას ექვემდებარებოდნენ - სლავები, ებრაელები, ბოშები. არა, რა თქმა უნდა, ის ასეთ ველურ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ ამას სხვა ქვეყნის, სხვა ხალხის ძლიერი უპატივცემულობის ნიშნები ახლავს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ღამით ბაქოში თავდასხმას უნდა უფრთხოდნენ, რაღაც მთლად კორექტული არ არის. ერთი მაჩვენეთ ბარი ან რესტორანი, რომელთა მახლობლად უცხოელები გაძარცვეს. თუ, საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ბაქო ლონდონზე უფრო უსაფრთხო ქალაქია? ლონდონის ზოგიერთ რაიონში ხომ ღამით გავლა არ შეიძლება.

პირიქით შეიძლება ითქვას. ინგლისელი ფანების სითავხედეს უნდა ვუფრთხოდეთ", - წერს აბდულაევი "ფეისბუქზე".



ასევე დაგაინტერესებთ