უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ჰენრიხ მხითარიანს ბაქოში ჩასვლის ეშინია და შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გამოტოვოს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა "არსენალის" სომეხ ნახევარმცველს, ჰენრიხ მხითარიანს უსაფრთხოების გარანტია მისცა, ფეხბურთელმა შეიძლება "ჩელსისთან" ევროპა ლიგის ფინალში ვერ ითამაშოს.

The Times-ის ცნობით, არაა გამორიცხული, "არსენალმა" მხითარიანი ლონდონში დატოვოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონური კლუბი მომავალ კვირაში მიიღებს.

მხითარიანი ყარაბაღში ადრე აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე სომხეთის ტერიტორიიდან შევიდა, რამაც აზერბაიჯანელთა პროტესტი გამოიწვია. მან 2015 წელს ევროპა ლიგაზე "ყარაბაღთან" გასვლით მატჩში მონაწილეობა ვერ შეძლო, როდესაც "დორტმუნდის" ღირსებას იცავდა.

"ჩელსისა" და "არსენალის" შეხვედრა 29 მაისს ბაქოში გაიმართება.