უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალში უსაფრთხოების მიზეზით არ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს - მიზეზი მატჩის ჩატარების ადგილია.

წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება, მხითარიანი კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უსაფრთხოების მიზეზით არ ჩავა.

"მივიღეთ რთული გადაწყვეტილება და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის ფინალის სათამაშოდ არ გავემგზავრები. ეს ისეთი მატჩია, რომელშიც მონაწილეობას ხშირად ვერ მიიღებ. უნდა ვაღიარო, რომ ეს მტკივნეულია." - განაცხადა ჰენრიხ მხითარიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა ბრიტანეთში განაცხადა, რომ მხითარიანს ბაქოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება და
მან ფინალში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.