სარი გუნდს ვერ იმორჩილებს - ბაქოში ლუისისა და იგუაინის კონფლიქტის გამო ვარჯიში დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, ბაქოში ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსი" "არსენალს" შეხვდება, დღეს კი ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა.

მცველ დავიდ ლუისსა და თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ვარჯიშზე კონფლიქტი მოუვიდათ. ამან გუნდის მწვრთნელი მაურიციო სარი გააღიზიანა, კეპი მოისროლა და გასახდელში გავიდა.

სარის დაძაბული ურთიერთობა აქვს დავიდ ლუისთან და ძალიან განერვიულებულია იმის გამო, რომ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ შეიძლება "მეთოფეებთან" ვერ ითამაშოს.

შეგახსენებთ, ინგლისის თასის ფინალში, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას მეკარე კეპა არისაბალაგა სარის არ დაემორჩილა და შეცვლაზე უარი უთხრა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ეს უნდა გახდეს იუვენტუსის მწვრთნელი, როცა 2-3 ფეხბურთელისთვის ვერ მოუვლია? ასეთ სიტუაციაში კიდევ კარგად მივიდა ფინალამდე
:))))
29 მაისი 2019 00:35
3

სიახლეები პოპულარული