უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ბაქოში ჩატარებულ ევროპა ლიგის ფინალზე გააკეთა კომენტარი.
"ყოველთვის, როდესაც საქმე ინგლისურ კლუბებთან გვაქვს, წუწუნსა და ჩივილს აქვს ადგილი. ასე ევროპულ ფეხბურთში პოპულარობას ვერ მოიპოვებ.
მე რომ მკითხოთ, რატომ გავმართეთ ფინალი ბაქოში, გიპასუხებთ:"რადგან იქ ადამიანები ცხოვრობენ". ლონდონში ორ აზერბაიჯანულ გუნდს რომ ეთამაშა, არავინ დაიწყებდა ჩივილს. ჩამოვიდოდნენ და უპრობლემოდ ითამაშებდნენ.
ბაქოს თანამედროვე, 70-ათასიან სტადიონზე მატჩის ჩატარება წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, უფრო დიდი სტადიონი ინგლისში მხოლოდ ერთია.
ბაქოს თანამედროვე, 70-ათასიან სტადიონზე მატჩის ჩატარება წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, უფრო დიდი სტადიონი ინგლისში მხოლოდ ერთია.
ჩვენ ფეხბურთი ყველგან უნდა განვავითაროთ და არამარტო ინგლისში ან გერმანიაში", - განაცხადა
ჩეფერინმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას.