"საბურთალოს" მძლეველმა "არარატ არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" დაამარცხა

AutoSharing Option
22 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "არარატ არმენიამ", რომელმაც წინა წრეში "საბურთალოს" სძლია, საკუთარ მოედანზე დუდელანჟს" 2:1 მოუგო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში 22-ე წუთზე "არარატ არმენიას" თავდამსხმელმა მაილსონმა თავურით გახსნა. 68-ე წუთზე სინანიმ საპასუხო გოლი გაიტანა, 90+3-ე წუთზე კი ესტონელმა ნახევარმცველმა ილია ანტონოვმა დალაშქრა მეტოქის კარი და ერევნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 29 აგვისტოს ლუქსემბურგში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მსოფლიოში ეროვნული ჩემპიონატები აღარ ტარდება ის გაუქმებულია,ეროვნული ჩემპიონატების გაუქმების შემდეგ,ფული გახდა დიდი ფეხბურთელი,ხოლო დიდი გუნდი ის არის ვინც ამ ფულს თავის ქვეყნის ჩემპიონატში ათამაშებს.ფული თუ გაქვს იყიდე სხვა ქვეყნის მზამზარეული დიდი ფეხბურთელები და დაარქვი შენ გუნდს თუნდაც "არარატ არმენია"ჩემპიონი თუ არ გახდები,საბურთალოს მაინც მოუგებს,ისე რას ვერჩი არარატ არმენიას ბარსელონაც მსოფლიო ნაკრები არ არის და ყველა დიდი გუნდი,ამიტომ მათი წარმატება ეროვნულ წარმატებად არ ჩაითვლება.
ნიანია ბაკურიანი
15:40 23-08-2019
0
არ გვინდა ტოლერანტობის თამაში. დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში არცერთ ქართველს არ უხარია სომხური გუნდის გამარჯვება. იმ გამონაკლისის გარდა ვისაც ფსონი აქვს დადებული.
დათო
14:18 23-08-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული