ევროპა ლიგა. პლეი-ოფი: "ფეიენოორდი", პრაქტიკულად, გავიდა, "გენტი" ქართველებს ძირითადს არ აკარებს [VIDEO]

AutoSharing Option
22 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა.
"ფერენცვაროშის" მცველმა ლაშა დვალმა ლიეტუვაში "სუდუვასთან" შეუცვლელად იასპარეზა. მისი გუნდი სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ნულოვან ფრეს დასჯერდა, რაც პრინციპში, ბუდაპეშტური შეხვედრის წინ მთლად ურიგო შედეგი არ არის.

ვაკო გვილიაც შეუცვლელი იყო "ლეგიაში" "რეინჯერსთან", ასევე უგოლო მატჩში, რომელიც სტუმართა მცირედი უპირატესობით წარიმართა და ახლა წყვილში უდავო ფავორიტი შოტლანდიური გუნდია.


წინა წრეში თბილისის "დინამოს" მძლეველმა "ფეიენოორდმა" როტერდამში 3:0 მოუგო "ჰაპოელს" (დუბლი ფერმა შეასრულა, ერთი გოლი
ლარსონმა გაიტანა) და ჯგუფური ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

"გენტმა" სახლში ახლახან "ჰადერსფილდიდან" დაბრუნებული 30 წლის თავდამსხმელის, ლორან დეპუატრის დუბლით 2:1 მოუგო "რიეკას". აღსანიშნავია, რომ ბელგიურ გუნდში ჩვენებურებს არათუ არ უთამაშიათ, არამედ განაცხადშიც კი არ იყვნენ - მუხლზე ნაოპერაციევი გიორგი ჩაკვეტაძე ორიოდ დღის წინ შეუდგა ბურთით ვარჯიშს, გიორგი ქვილითაიას იშვიათად ათამაშებენ, გიორგი ბერიძე კი კარგა ხანია განაცხადში არ ყოფილა.

"სპარტაკი" პორტუგალიაში "ბრაგასთან" 0:1 დამარცხდა. რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე შეიძინა, ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს მყარად ადგილი.

"ზორია" გასვლაზე 1:0-ს უგებდა "ესპანიოლს", საბოლოოდ კი 1:3 დამარცხდა. ლუგანსკელთა მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო,  ხოლო თბილისის "დინამოდან" გადასული ნახევარმცველი დიმიტრო ივანესენია 90+1-ე წუთზე შეცვალა უკრაინული პასპორტის მქონე ლევან არველაძემ.

სუდუვა (ლიეტუვა) - ფერენცვაროში (უნგრეთი) 0:0
ლეგია (პოლონეთი) - რეინჯერსი (შოტლანდია) 0:0
გენტი (ბელგია) - რიეკა (ხორვატია) 2:1
ესპანიოლი (ესპანეთი) - ზორია (უკრაინა) 3:1
ბრაგა (პორტუგალია) - სპარტაკი (რუსეთი) 1:0
არარატ არმენია (სომხეთი) - დუდელანჟი (ლუქსემბურგი) 2:1
ფეიენოორდი (ჰოლანდია) - ჰაპოელი (ისრაელი) 3:0
კოპენჰაგენი (დანია) - რიგა (ლატვია) 3:1
სელტიკი (შოტლანდია) - აიკ (შვედეთი) 2:0
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - მარიბორი (სლოვენია) 0:0
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია) - ყარაბახი (აზერბაიჯანი) 3:2
სლოვანი (სლოვაკეთი) - პაოკ (საბერძნეთი) 1:0
ასტანა (ყაზახეთი) - ბატე (ბელორუსი) 3:0
ტორინო (იტალია) - ვულვერჰემპტონი (ინგლისი) 2:3
აეკ (საბერძნეთი) - ტრაბზონსპორი (თურქეთი) 1:3
სტიაუა (რუმინეთი) - გიმარაეში (პორტუგალია) 0:0
პსვ (ჰოლანდია) - აპოლონი (კვიპროსი) 3:0
პარტიზანი (სერბეთი) - მოლდე (ნორვეგია) 2:1
მალმიო (შვედეთი) - ბნეი იეჰუდა (ისრაელი) 3:0
სტრასბურგი (საფრანგეთი) - აინტრახტი (გერმანია) 1:0
ალკმაარი (ჰოლანდია) - ანტვერპენი (ბელგია) 1:1

საპასუხო შეხვედრები 29 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო ანანიძის გამკვირვებია როცა ვერ იმკვიდრებ ადგილს გუნდში უნდა შეიცვალო, როდემდე უნდა იყოს სპარტაკის სათადარიგო სკამზე საიტერესოა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
26 აგვისტო 2019 21:19
0
გაზაფხულზეც ვწერდი, რამდენჯერმე, ბელგიაში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელებმა სასწრაფოდ უნდა უშველონ თავს, მათ შორის ზემოდ დასახელებულმა სამეულმაც!!!
aburjga
23 აგვისტო 2019 11:12
2
საიდანღა არ უნდა უშველონ თავს ერთი ეგ გამაგებინე? რუსეთიდან წამოვიდნენო იძახით, ყაზახეთიდან წამოვიდნენო, პოლონეთშიც არ მოგწონთ. აბა ბარსა და სიტი დაახევენ კალთებს. უნდა იშრომონ ბევრი რომ დაუფასონ. მასე ყველგან ჩვენებს როგორ ავიწროვებენ, დაფიქრდით ცოტა.
Geo_Dinamo
23 აგვისტო 2019 12:31
1
ზემოდ არა ზემოთ. ასევე სწორია - ალბათ და უცბად/უცაბედად. ისწავლეთ ქართული. ანტი-რუსულ თემატიკაზე კი გამოხტებით ხოლმე პატრიოტული ტექსტებით და ელემენტარული ქართული არ იცით. რუსული სიტყვების გამოყენებაზე აღარ ვლაპარაკობ.
odala
23 აგვისტო 2019 12:14
2
ისე წერთ ჯანოს შურლეს მისვლის მერე მყარქდ მიუჩინესადგილი სკამზეო, ვითომ მანმადე გადაღლილი და შურლემ სულზე მისუწრო თორე გადაიწვებოდა იმდენი თამაშით.:):)
qwerty
23 აგვისტო 2019 10:36
1
ბრდღვნიან ქართველები ევროპას
lasha
23 აგვისტო 2019 10:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული