ალეკსანდრ ბუბნოვი რუსული გუნდების განადგურებაზე: ეს სამარცხვინოა!

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე რუსული გუნდები სასტიკად დამარცხდნენ: ჩემპიონატის ლიდერი "კრასნოდარი" "ბაზელთან" - 0:5, ცსკა კი "ლუდოგორეცთან" - 1:5. ამაზე კომენტარი "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ბუბნოვმა გააკეთა.

"ამ კვირამ აჩვენა, რომ მოცემულ მომენტში, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ჩვენი გუნდები გაცილებით უკეთ არიან მზად, ვიდრე ისინი, რომლებიც ევროპა ლიგაზე თამაშობენ. ცსკა-მ და "კრასნოდარმა" თავიანთი სერიოზული პრობლემები წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ასე თამაში არ შეიძლება, ეს სამარცხვინოა! კიდევ კარგი, პირველი ტურია, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ექნებათ.

ეს გუნდები მომავალ უქმეებზე რუსეთის პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედია,
მსგავს საშინელებას არ ვიხილავთ", - განუცხადა ბუბნოვმა championat-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგიერთს რომ კითხო რუსულმა ლიგამ ჰოლანდიის და ბელგიის ჩემპიონატები კაი ხანია მოიტოვა, აბა შვეიცარიას ხომ სათვალავშიც არ აგდებენ.დდდდ
Mmm
21 სექტემბერი 2019 11:03
2
'ჩემპიონატის ლიდერი "კრასნოდარი" "ბაზელთან" - 0:5 დამარცხდა' რუსეთის უმაღლესი ლიგის ფეხბურთის მაქებლების კომენტარების წაკითხვაა საინტერესო. იმედია არ 'დაიზარებენ' და დადებენ კომენტარებს ისეთივე ენთუზიაზმით როგორც სხვა დროს სჩვევიათ.
გიორგი
20 სექტემბერი 2019 13:08
13
შენ ბანძ ჩემპიონატს მიხედე.:)
dato
14 ოქტომბერი 2019 21:25
1
აჰჰააა სარკე და ჩაიხედეთ ვისაც კიდე გჯერათ რომ რუსული პრემიერლიგა განვითარების კარგი შესაძლებლობაა... საშუალო დონის ევროპულ გუნდთან რომ ეგრე გაბითურდები...
Irakli Apkhaidze
20 სექტემბერი 2019 09:48
15
რა დიდი ექსპერტი ბუბნოვი მყავს ერთი? რანიც არიან ის საფეხბურთო ექსპერტიცა ჰყავთ.შეძლება ვინმემ არ იცის,მაგრამ მა კარგად მახსოვს რა ფეხბურთელიც იყო ჯერ მოსკოვის დინამოში და მერე სპარტაკში.მახსოვს გუცაევი და შენგელია რა დღეში აგდებდნენ ხოლმე.ერთ ერთი უხეში და უკლასო ფეხბურთელი იყო საბჭოეთში და ძირითადად უხეში თამაშის გამო ათამაშებდნენ ხოლმე.ისე 1979 თასის ფონალში მაგან გაგვიტანა პენალტი და გაზაევმა ვერა.
Jordan Beli
20 სექტემბერი 2019 08:44
2

სიახლეები პოპულარული