ევროპა ლიგა. II ტური: ფავორიტებმა ისევ იმარჯვეს - "ყარაბაღს" სომხურდროშიანი დრონი აუფრინეს [VIDEO]

AutoSharing Option
3 ოქტომბერს ევროპა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.

"სევილიამ" სახლში ჩიჩარიტოს გოლით 1:0 დაამარცხა "აპოელი" და A ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა. ამავე ჯგუფში "ყარაბაღმა" სტუმრად 4:1 მოუგო "დუდელანჟს". აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში თამაში მოედანზე დრონზე მიბმული მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის  გამოჩენის გამო 15 წუთით შეწყდა.

C ჯგუფში "ხეტაფემ" გასვლაზე 2:1 სძლია "კრასნოდარს" და 6 ქულით პირველ ადგილზეა, რუსული გუნდი კი უქულოდ - ბოლოზე.

D ჯგუფში პსვ-მ მეორე გამარჯვება იზეიმა - სტუმრად 4:1 მოუგო "რუსენბორგს".

F ჯგუფში "არსენალმა" ლონდონში 4:0
გაანადგურა "სტანდარდი". დუბლი 18 წლის ბრაზილიელმა დებიუტანტმა მარტინელიმ შეასრულა. პირველი გოლი გაიტანა "მეთოფეებში" "რეალიდან" განათხოვრებულმა სებალიოსმა.

A ჯგუფი
დუდელანჟი - ყარაბაღი 1:4
გოლები: 0:1 ზოუბირი (11), 0:2 მიჩელი (30), 3:0 ალმეიდა (37, პენ), 0:4 ქუანტანა (69), 1:4 ბერნიე (90)
გაძევება: კაროსი (62, დუდელანჟი)


სევილია - აპოელი 1:0
გოლი: ჩიჩარიტო (17)

B ჯგუფი
ლუგანო - დინამო (კ) 0:0

მალმიო - კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 0:1 ნილსენი (45+5, საკ. კარში), 1:1 როსენბერგი (55)

C ჯგუფი
კრასნოდარი - ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 ანხელი (35), 0:2 ანხელი (61), 1:2 არი (69)
გაძევება: ტიმორი (81, ხეტაფე)

ტრაბზონსპორი - ბაზელი 2:2
გოლები: 0:1 ვიდმერი (20), 1:1 პარმაკი (26), 2:1 სოსა (78), 2:2 ოკაფორი (80)

D ჯგუფი
რუსენბორგი - პსვ 1:4
გოლები: 0:1 როსარიო (14), 0:2 მელინგი (37, საკ. კარში), 0:3 მალენი (41), 1:3 ადეგბერნო (70), 1:4 მალენი (78)

სპორტინგი - ლასკ 2:1
გოლები: 0:1 რაგუზი (16), 1:1 ფელიპე (58), 2:1 ფერნანდესი (63)

E ჯგუფი
სელტიკი - კლუჟი 2:0
გოლები: 1:0 ედოარდო (20), 2:0 ელიონუსი (59)

ლაციო - რენი 2:1
გოლები: 0:1 მორელი (55), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (63), 2:1 იმობილე (75)

F ჯგუფი
არსენალი - სტანდარდი 4:0
გოლები: 1:0 მარტინელი (13), 2:0 მარტინელი (16), 3:0 უილოკი (22), 4:0 სებალოსი (57)


გიმარაეში - აინტრახტი 0:1
გოლი: ნ'დიკა (36)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული