მაიკლ ოუენი: ეს უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე უარესი "მანჩესტერია"

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ალკმაართან" "მანჩესტერის" თამაშით ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი უკმაყოფილო დარჩა.

"მანჩესტერი" ახლა ერთი საშუალო დონის გუნდია. ასე მგონია, ამ სეზონში პრემიერლიგის ექვსეულში ვერ მოხვდება.

სავარაუდოდ, ცხრილის ზედა ნაწილში დაიკავებს ადგილს, მაგრამ საერთოდ ამაზე რომ გვიწევს საუბარი, შეშფოთებას იწვევს, ასე არაა?

ეს უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე უარესი "მანჩესტერია", ასე არაა? ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. შესაძლოა, ადრე ფიქრობდით, რომ უარესი აღარ იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არაა.

ხაზი უნდა გავუსვა, სოლსკიაერმა შეგნებულად დაასუსტა გუნდი. ლუკაკუ, ერერა, დარმიანი, სანჩესი და სმოლინგი
თავიდან მოიცილა. მან იცის, რომ ამ მოთამაშეებს გუნდის გაძლიერება შეეძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, წინსვლისთვის ორი ნაბიჯი უკან გადადგა. მან ნულიდან დაწყება გადაწყვიტა", - განუცხადა ოუენმა "დეილი მეილს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული