ევროპა ლიგა. III ტური: დვალის "ფერენცვაროშმა" ცსკა-ს მოუგო, ქვილითაიას "გენტი" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ევროპა ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. პირველ რიგში, ქართველთა გუნდების ამბებს მოგახსენებთ.

I ჯგუფში "გენტი" სახლში 0:2-ს აგებდა "ვოლფსბურგთან", მაგრამ იარემჩუკის დუბლით ფრეს მიაღწია (2:2) და 5 ქულით ლიდერია.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ქვილითაია 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

H ჯგუფში "ფერენცვაროშმა" მოსკოვში 1:0 მოუგო ცსკა-ს და 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.

"ფერენცვაროშმა" 15 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა ევროტურნირების გასვლით შეხვედრაში.

ბუდაპეშტელთა მცველმა ლაშა დვალმა ტრავმა ახლახან მოირჩინა და 89-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

E ჯგუფში "რენი" სახლში 0:1 დამარცხდა "კლუჟთან". მსაჯმა
მე-5 წუთზე გააძევა მასპინძელთა გოლკიპერი მენდი და მის ნაცვლად კარში 16 წლის ბონე ჩადგა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე ითამაშა.

F ჯგუფში "არსენალი" მე-80 წუთამდე 1:2 მარცხდებოდა ლონდონში "ვიტორიასთან", შემდეგ კი პეპემ დუბლით გამარჯვება მოუპოვა (3:2).


"არსენალმა" 3 მატჩი საერთო ანგარიშით 10:2 მოიგო და ლიდერია.

"მეთოფეთა" 18 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ მარტინელიმ ბოლო 6 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

24 წლის პეპემ "არსენალში" პირველი დუბლი შეასრულა - ის ზაფხულში "ლილისგან" 80 მილიონ ევროდ შეიძინეს.

J ჯგუფში "გლადბახმა" გასვლაზე 90+5-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს (1:1) მიაღწია "რომასთან".

L ჯგუფში "მანჩესტერმა" ბელგრადში 1:0 მოუგო "პარტიზანს" და 7 ქულით გალიდერდა.


აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედმა" მარტის შემდეგ პირველად იმარჯვა სტუმრად, აგვისტოს მერე პირველად გაიტანა გასვლაზე და 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

A ჯგუფი
ყარაბაღი - აპოელ 2:2
გოლები: 1:0 ქუინტანა (13), 1:1 იოანუ (29), 1:2 ჰალენიუსი (45), 2:2 აილტონი (58)

სევილია - დუდელანჟი 3:0
გოლები: 1:0 ვასკესი (48), 2:0 ვასკესი (75), 3:0 მუნირი (78)

B ჯგუფი
დინამო (კ) - კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 0:1 სოტირიუ (2), 1:1 შაბანოვი (53)

მალმიო - ლუგანო 2:1
გოლები: 1:0 ბერგეტი (13, პენ), 2:0 მოლინსი (32), 2:1 გერნდტი (50)

C ჯგუფი
ხეტაფე - ბაზელი 0:1
გოლი: ფრეი (18)
გაძევება: ბუა (73, ბაზელი)

ტრაბზონსპორი - კრასნოდარი 0:2
გოლები: 0:1 ბერგი (49), 0:2 ვილენა (90+2)

D ჯგუფი
პსვ - ლასკ 0:0

სპორტინგი - რუსენბორგი 1:0
გოლი: ბოლასიე (70)

E ჯგუფი
სელტიკი - ლაციო 2:1
გოლები: 0:1 ლაზარი (40), 1:1 კრისტი (67), 2:1 ჟულიენი (89)

რენი - კლუჟი 0:1
გოლი: დეაკი (9)
გაძევება: მენდი (5, რენი), კამავინგა (46, რენი), სუშიჩი (82, კლუჟი)

F ჯგუფი
არსენალი - ვიტორია 3:2
გოლები: 0:1 ედვარდსი (8), 1:1 მარტინელი (32), 1:2 დუარტე (36), 2:2 პეპე (80), 3:2 პეპე (90+2)

აინტრახტი - სტანდარდი 2:1
გოლები: 1:0 აბრაჰამი (28), 2:0 ჰინტერეგერი (73), 2:1 ამალაჰი (82)

G ჯგუფი
პორტუ - რეინჯერსი 1:1
გოლები: 1:0 დიასი (36), 1:1 მორელოსი (44)

იანგ ბოიზი - ფეიენოორდი 2:0
გოლები: 1:0 ასაალე (14, პენ), 2:0 ნსამე (28, პენ)

H ჯგუფი
ცსკა - ფერენცვაროში 0:1
გოლი: 0:1 ვარგა (86)

ლუდოგორეცი - ესპანიოლი 0:1
გოლები: 0:1 კამპუზანო (13)
გაძევება: ხავი ლოპესი (88, ესპანიოლი)

I ჯგუფი
გენტი - ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 0:1 ვეგჰორსტი (3), 0:2 ვიქტორი (24), 1:2 იარემჩუკი (41), 2:2 იარემჩუკი (90+4)

სენტ ეტიენი - ოლეკსანდრია 1:1
გოლები: 1:0 სილვა (8), 1:1 სილვა (14, საკ. კარში)

J ჯგუფი
ისტანბული - ვოლფსბერგერი 1:0
გოლი: კაჰვეჩი (78)

რომა - გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 ძანოლო (32), 1:1 სტინდლი (90+5, პენ)


K ჯგუფი
ბეშიქთაში - ბრაგა 1:2
გოლები: 0:1 ჰორტა (38), 1:1 ნაირი (71), 1:2 ედუარდო (80)

სლოვანი - ვულვერჰემპტონი 1:2
გოლები: 1:0 შპორარი (11), 1:1 საისი (58), 1:2 ხიმენესი (63, პენ)
გაძევება: ჟოტა (87, ვულვერჰემპტონი)

L ჯგუფი
ალკმაარი - ასტანა 6:0
გოლები: 1:0 კოოპმეინერსი (39, პენ), 2:0 ბოადუ (43), 3:0 სტენგსი (77), 4:0 კოოპმეინერსი (83, პენ), 5:0 სუგავარა (85), 6:0 იდრისი (90+2)

პარტიზანი - მანჩესტერი 0:1
გოლი: მარსიალი (43, პენ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
შესვლიდან ორ წუთში ქვილითაიას მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდეს ბურთი,მას მხოლოდ კარისაკენ მიმართულების შეცვლა სჭირდებოდა,მაგრამ ზუსტად ვერ შეუცვალა და ძელთან ძალიან ახლოს,მაგრამ მაინც ააცილა კარს.ეს ალბათ ყველაზე კარგი მომენტი იყო გენტისათვის, მთელი მატჩის განმავლობაში.
სოსო
26 ოქტომბერი 2019 11:16
0
რა გითხრათ რით გაგახაროთო ისეა ადმინის საქმე
გოგა
25 ოქტომბერი 2019 02:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული