უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა. IV ტური: "სევილია", "სელტიკი" და "ბაზელი" პლეი-ოფში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
7 ნოემბერს ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში "სევილიამ" სტუმრად 5:2 სძლია "დუდელანჟს", ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი გაინაღდა. ჰეთ-თრიქი მუნირმა შეასრულა, დუბლი - დაბურმა. მეორე ადგილის დაკავების შესაძლებლობა სამივე გუნდს აქვს.

B ჯგუფში "კოპენჰაგენი" და კიევის "დინამო", "ლუგანო" და "მალმიო" დაზავდნენ. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ ყველაფერი, ალბათ, ბოლო ტურში გაირკვევა.

C ჯგუფში "ბაზელმა" სახლში 2:1 მოუგო "ხეტაფეს" და პლეი-ოფში გავიდა. "კრასნოდარმა" 3:1 დაამარცხა "ტრაბზონსპორი".  "ბაზელსა" და "კრასნოდარს" 6-6 ქულა აქვთ და დიდი ალბათობით, მეორე პოზიციის დასაკავებლად
იბრძოლებენ.

D ჯგუფში ლასკი თავიდან აგებდა პსვ-სთან, მაგრამ შემდეგ 4 უპასუხო გოლი გაუტანა, გაიმარჯვა და ახლა ეს გუნდები 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. 9 ქულით კი ლიდერი უქულოდ მყოფი "რუსენბორგის" გასვლაზე მძლეველი (2:0) "სპორტინგია".

E ჯგუფში "კლუჟმა" "რენი" ბოლოსკენ გატეხა (1:0), ხოლო "სელტიკმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით რომში "ლაციო" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რომაელთა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მეორე ადგილს, ალბათ, "კლუჟი" დაიკავებს.

F ჯგუფში "სტანდარდმა" ლიეჟში 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით "აინტრახტი" 2:1 დაამარცხა. 10 ქულით ჯგუფს "არსენალი" ლიდერობს, "აინტრახტსა" და "სტანდარდს" კი 6-6 ქულა აქვთ.

A ჯგუფი

აპოელ - ყარაბაღი 2:1
გოლები: 0:1 მედვედევი (10), 1:1 სოუზა (59), 2:1 იოანუ (88)

დუდელანჟი - სევილია 2:5
გოლები: 0:1 დაბური (17), 0:2 მუნირი (27), 0:3 მუნირი (33), 0:4 დაბური (36), მუნირი (68), 1:5 სინანი (69), 2:5 სინანი (80)

B ჯგუფი

კოპენჰაგენი - დინამო (კ) 1:1
გოლები: 1:0 სტაგე (4), 1:1 ვერბიჩი (70)

ლუგანო - მალმიო 0:0

C ჯგუფი

ბაზელი - ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 კაბრალი (8), 1:1 მატა (45, პენ), 2:1 ფრეი (60)

კრასნოდარი - ტრაბზონსპორი 3:1
გოლები: 1:0 ფერნანდესი (27), 2:0 ფერნანდესი (35), 3:0 იგნატიევი (90+3), 3:1 ნვაკაემე (90+4)

D ჯგუფი

ლასკ - პსვ 4:1
გოლები: 0:1 შვაბი (5, პენ), 1:1 რანფტლი (56), 2:1 ფრეისერი (60), 3:1 კლაუსი (77), 4:1 კლაუსი (82)

რუსენბორგი - სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 კოატესი (16), 0:2 ფერნანდესი (38)

E ჯგუფი

კლუჟი - რენი 1:0
გოლი: რონდონი (87)

ლაციო - სელტიკი 1:2
გოლები: 1:0 იმობილე (7), 1:1 ფორესტი (38), 1:2 ნტჩამი (90+5)

F ჯგუფი

სტანდარდი - აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 ვენეუსდენი (56), 1:1 კოსტიჩი (65), 2:1 ლესტენი (90+4)

ასევე დაგაინტერესებთ