ევროპა ლიგა. VI ტური: ჩაკვეტაძის 17 წუთი, რუსული გუნდების სრული ფიასკო, ინგლისელებისა და ესპანელების ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
12 დეკემბერს ევროპა ლიგის დასკვნითი ტური გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა გუნდი გაირკვა.

"გენტმა", რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური, სახლში 2:1 მოუგო "ოლეკსანდრიას". გიორგი ჩაკვეტაძე 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ქვილითაია - 90+3-ეზე. ეს ევროტურნირებზე ჩაკვეტაძის დებიუტი იყო.

"ფერენცვაროშმა" კომპენსირებულ დროში ფრეს (1:1) მიაღწია გასვლაზე "ლუდოგორეცთან", მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ლაშა დვალი.

ევროტურნირებს რუსეთის ყველა გუნდი გამოეთიშა, რაც უკანასკნელად 18 წლის წინ მოხდა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში პრემიერლიგისა და ლა ლიგის ყველა წარმომადგენელი
გავიდა.

A ჯგუფი

აპოელი - სევილია 1:0
გოლი: სავიჩი (61)

ყარაბაღი - დუდელანჟი 1:1
გოლები: 0:1 ბუგრინი (61), 1:1 გუიე (90+1)
გაძევება: ქარაიევი (46, ყარაბაღი)

B ჯგუფი

დინამო (კ) - ლუგანო 1:1
გოლები: 0:1 არატორე (45), 1:1 ციგანკოვი (90+4)

კოპენჰაგენი - მალმიო 0:1
გოლი: პაპაიანოპულოსი (77, საკ. კარში)

C ჯგუფი

ბაზელი - ტრაბზონსპორი 2:0
გოლები: 1:0 ვიდმერი (21), 2:0 სტოცკერი (72)

ხეტაფე - კრასნოდარი 3:0
გოლები: 1:0 კაბრერა (76), 2:0 მოლინა (76), 3:0 კენედი (86)
გაძევება: მარტინოვიჩი (88, ტრაბზონსპორი)

D ჯგუფი

ლასკ - სპორტინგი 3:0
გოლები: 1:0 ტრაუნერი (23), 2:0 კლაუსი (38, პენ), 3:0 რაგუზი (90+3)
გაძევება: რიბეირო (34, სპორტინგი)

პსვ - რუსენბორგი 1:1
გოლები: 0:1 ჰელანდი (21), 1:1 იჰატარენი (63)

E ჯგუფი

კლუჟი - სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 ბურჩა (48), 2:0 ჯოკოვიჩი (70)

რენი - ლაციო 2:0
გოლები: ნიანონი (30), 2:0 ნიანონი (87)

F ჯგუფი

აინტრახტი - გიმარაეში 2:3
გოლები: 0:1 როჩინა (8), 1:1 და კოსტა (31), 2:1 კამადა (38), 2:2 მოჰამედი (85), 2:3 ედვარდსი (87)

სტანდარდი - არსენალი 2:2
გოლები: 1:0 ბასტიენი (47), 2:0 ამალაჰი (69), 2:1 ლაკაზეტი (78), 2:2 საკა (81)

G ჯგუფი

პორტუ - ფეიენოორდი 3:2
გოლები: 1:0 დიასი (14), 2:0 მალაკია (15, საკ.კარში), 2:1 ბოტეგინი (19), 2:2 ლარსონი (22), 3:2 ტიკუინიო (33)

რეინჯერსი - იანგ ბოიზი 1:1
გოლები: 1:0 მორელოსი (30), 1:1 ბარიშიჩი (89, საკ. კარში)

H ჯგუფი

ესპანიოლი - ცსკა 0:1
გოლი: ვლასიჩი (84)

ლუდოგორეცი - ფერენცვაროში 1:1
გოლები: 1:0 ლუკოიბი (24), 1:1 სიგნევიჩი (90+5)

I ჯგუფი

გენტი - ოლეკსანდრია 2:1
გოლები: 1:0 დეპუატრი (7), 2:0 დეპუატრი (16), 2:1 მიროშნიჩენკო (54)

ვოლფსბურგი - სენტ ეტიენი 1:0
გოლი: ოტავიო (52)

J ჯგუფი

გლადბახი - ისტანბული 1:2
გოლები: 1:0 ტიურამი (33), 1:1 კაჰვეჩი (44), 1:2 კრიველი (90)

რომა - ვოლფსბერგერი 2:2
გოლები: 1:0 პეროტი (7, პენ), 1:1 ფლორენცი (10, საკ. კარში), 2:1 ჯეკო (19), 2:2 ვაისმანი (63)


K ჯგუფი

სლოვანი - ბრაგა 2:4
გოლები: 1:0 შპორარი (42), 1:1 ფონტე (44), 2:1 მოხა (70), 2:2 ტრინკაო (72), 2:3 ბოჟიკოვი (75, საკ. კარში), 2:4 პაულინიო (90+3)

ვულვერჰემპტონი - ბეშიქთაში 4:0
გოლები: 1:0 ჟოტა (57), 2:0 ჟოტა (63), 3:0 დენდონკერი (67), 4:0 ჟოტა (68)

L ჯგუფი

მანჩესტერი - ალკმაარი 4:0
გოლები: 1:0 იანგი (53), 2:0 გრინვუდი (58), 3:0 მატა (62, პენ), 4:0 გრინვუდი (64)


პარტიზანი - ასტანა 4:1
გოლები: 1:0 სოუმა (4), 2:0 სადიკი (22), 3:0 ასანო (26), 4:0 სადიკი (76), 4:1 პავლოვიჩი (79, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 8 /
მთელი მსოფლიო ყომარობს.შეხედეთ რა ხდება და დაიწყებენ მერე სისუფთავეზე ლაპარაკს.ვიღავას დასჯიან და დაგანახებენ ნახე როგორ ვიცავთ წესრიგსო. ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 20 მილიარდი შეადგინა. წარმოიდგინეთ მსოფლიოში რამდენი იქნება
გრიგოლ1408
03:06 13-12-2019
5
ვიცოდი,რომ ჩაკვეს,მეორე ტაიმის შუადან შეუშვებდნენ,თუ შეუშვებდნენ მოედანზე,ამიტომ მეორე ტაიში გადავრთე გენტი ოლექსანდრიას თამაშზე.გადართვა,ოლექსანდრიას მიერ გატანილ გოლს დაემთხვა.მანამდე რა იყო არ ვიცი,მაგრამ რაც ვნახე,უკრაინელებმა მაღალი პრესინგი ითამაშეს და ოდნავ მეტი კლასიც რომ ჰქონოდათ,თამაშს მოიგებდნენ.ყოველ შემთხვევაში სტუმრები ორჯერ დარჩნენ ორი მცველის წინააღმდეგ ოთხი კაცით,თუმცა გათამაშება ვერ მოახერხეს.გენტს,ამ დროში სახიფათო მომენტი არ შეუქმნია,კარისკენ რამდენჯერმე დაარტყეს და ძალიან არაზუსტად.მხოლოდ გიორგის დარტყმა,საჯარიმოს გარედან, წავიდა კარის ჩარჩოში,მაგრამ სახიფათო,არც ის გამოდგა.სხვა მხრივ,თამაშის ბოლოს,უკრაინელებიც დაიღალნენ და დაწოლა შეამცირეს,თორემ გენტს,უკვე არაქათი აღარ ჰქონდა შერჩენილი.იმ დარტყმის გარდა,არც გიორგის გამოუჩენია განსაკუთრებით თავი.უფრო დაცვას ეხმარებოდა.
სოსო
10:29 13-12-2019
1

სიახლეები პოპულარული