ჩაკვეტაძე და ქვილითაია "რომას" წინააღმდეგ - ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

დავით ხოჭოლავას "შახტარს" "ბენფიკა" შეხვდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტს" "რომა" ხვდა წილად.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

  • ვულვზი-ესპანიოლი
  • სპორტინგი-ისტანბული
  • ხეტაფე-აიაქსი
  • ლევერკუზენი-პორტუ
  • კოპენჰაგენი-სელტიკი
  • აპოელ-ბაზელი
  • კლუჟი-სევილია
  • ოლიმპიაკოსი-არსენალი
  • ალკმაარი-ლასკ-ი
  • ბრიუგე-მანჩესტერ იუნაიტედი
  • ლუდოგორეცი-ინტერი
  • აინტრახტი-ზალცბურგი
  • შახტარი-ბენფიკა
  • ვოლფსურგი-მალმიო
  • რომა-გენტი
  • რეინჯერსი-ბრაგა

1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 20 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 27 თებერვალს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩაკვეტაძეს ერთადერთს რასაც ვუსურვებთ რასაკვირველია წარმატებას, თავის გამოჩენას და რაც მთავარია იშვიათად მიეღოს ტრამვები. ნიჭიერი ბიჭია და იმედია გვასახელებს.
ბარსა მესი
16 დეკემბერი 2019 21:39
0
ახლა კი ჩვენმა გიორგიმ ჯერ მარტომ უნდა მოუგოს რომას და შემდეგ გადასკუპდეს ან მასში ან კიდევ რამე უკეთეს გუნდშიც!!!
N
16 დეკემბერი 2019 20:20
0
იშვიათი ასპარეზია ჩაკვეტაძისთვის, უკეთესს კაცი,რომ ვერ ინატრებს. მთლად ევროპას თუ არა იტალიელებს, რომ იტყვიან ხელის გულზე ეყოლებათ ჩაკვეტაძე, მთელი მისი არსებით და შესაძლებლობებით.ამ ბიჭს ბუნებით ნაბოძები ფეხბურთის ნიჭი, რომ აქვს ფაქტია, მაგრამ ძალიან დასაფასებელია მისი მონდომება და თავდადება,
ახალგაზრდისთვის მრავალ სიამოვნებაზე და თავისუფლებაზე ხელის აღების ხარჯზე. ასეთ ახალგაზრდას უნდა გაუმართლოს და გაუმართლებს კიდეც.
ნუგზარი
16 დეკემბერი 2019 18:35
1
დაწყნარდით,გენტი უშანსოდ არის
გია
16 დეკემბერი 2019 18:19
14
აი ეს უკვე ძალიან საინტერესოა , იმედია ამ მატჩებისთვის უკვე სასტარტოში იქნებიან ბიჭები , ნუ ჩაკვე მაინც და მანდ ექნება სათქმელი თავისი სიტყვა ქართულ იმედს..
ილია
16 დეკემბერი 2019 16:48
1

სიახლეები პოპულარული