ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ჩაკვეტაძის 16 წუთი "ოლიმპიკოზე" და "გენტის" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს ევროპა ლიგის კიდევ 8 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა.

"გენტი" სტუმრად "რომასთან" 0:1 დამარცხდა. გოლი "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა ნახევარმცველმა კარლეს პერესმა გაიტანა. ეს ახალ გუნდში მისი პირველი გოლია.

ბელგიურ გუნდში ტრავმირებული ლორან დეპუატრე დაბრუნდა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია არ ათამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე რომან ბეზუსის ნაცვლად 74-ე წუთზე შეუშვა და რამდენჯერმე გაამწვავა თამაში.

რომი. "ოლიმპიკო"
რომა - გენტი 1:0
გოლი: პერესი (13)


-size: 14px;">VideoSportall.Ge
20.02.20 რომა - გენტი 1:0

სხვა მატჩების შედეგები:

აპოელი - ბაზელი 0:3
ალკმაარი - ლასკ 1:1
ბაიერი - პორტუ 2:1
ოლიმპიაკოსი - არსენალი 0:1

რეინჯერსი - ბრაგა 3:2


ვოლფსბურგი - ბრაგა 2:1
ვულვერჰემპტონი - ესპანიოლი 4:0

განმეორებითი შეხვედრები 27 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვისაც ჩაკვეს წარუმატებლობა უხარია და იგესლება აქ იგი მოხნა შალიკო ჩინოიანმა.D
hhh
21 თებერვალი 2020 15:16
1
მესი და ზიდანიაო ვისაც გონია ის მართლა შორსაა ფეხბურთისგან მაგრამ კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელობა მართლა შეუძლია , იმას არავინ ამბობს მესის ისტორიას გადაწერსო .
ლაშა
21 თებერვალი 2020 19:35
0
კი არავის უხარია, ფაქტების აღიარებისკენ მოგიწოდებთ. ზედმეტი მოლოდინებია ჩაკვეტაძისგან. არაა ეს კაცი არც მესი და არც ზიდანი და ნუ აბრალებთ დიდ ფეხბურთელობას.
ჯერი
21 თებერვალი 2020 18:43
3
დეპუატემ როგორც ითამაშა, ქვილითაიას მაგის ნახევარი რომ შეშლოდა ეგრევე შეცვლიდა მწვრთნელი. ვერც დავიდი სჯოიბია რამით ჩაკვეტაძეს, ჩაკვე მეტად აზროვნებსა და ჭკვიანურად მოქმედებს, ეგ არის რომ დავიდი მეტად აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს მეტ ორიენტაციას აკეთებს გოლის გატანაზე ვიდრე საგოლე პასის გაკეთებაზე და ვიზუალურად უკეთეს ფორმას აფიქსირებს. ჩემი აზრით ასეთი აგრესიული თამაში ორივე გიორგის კარგად შეუძლია და ასე იუნდა ითამაშონ რომ აიძულონ ეს ტრიპაჩა ტორუპი ძირითადში ადგილი დაუმკვიდროს ორივეს
იაგო
21 თებერვალი 2020 11:14
3
გენტში ჩვენი ფეხბურთელების ადგილი არ აქვთ, უყურებენ როგორც სავაჭრო-გასაყიდ მასალას! უკვე მეასედ ვწერ, გამოსავალი ასეთია: თუ ფეხბურთის თამაში უნდათ, როცა შესაძლებლობა ექნებათ წავიდნენ იქ სადაც მათი სამსახური აუცილებლად სჭირდებათ!
aburjga
21 თებერვალი 2020 11:09
2
აზრადაც არ მომსვლია! კარგი იქნება ჰოლანდია, იტალია... მაგ გენტს მეორე ბუნდესლიგაც კი სჯობს!
aburjga
21 თებერვალი 2020 20:24
0
რომელ ფეხბურთელს უყურებენ სხვაგვარად გარდა ტოპ 5 ლიგის ტოპ 3-3 გუნდისა. გენტსაც ჭირდება ჩვენი ბიჭების თამაში პროსტა ვერ ვერ თამაშობენ, რომელს ჯობია ქვილითაია თავის გუნდიდან?
გიორგი
21 თებერვალი 2020 15:36
1
ყველა გამოხმაურება
ვუყურე და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი მიუხედავად მისი გულშემატკივრობის. რომ შემოვიდა, ძალიან გაუჭირდა გენტს დაცვაში. მომეჩვენა რომ რამდენჯერმა არ მიირბინა თავის ფლანგზე მცველის დასახმარებლად, შედეგად თამაში გამწვავდა მისი ფლანგიდან და ერთხელ ჩაწოდებულზე ლამის თავით გაიტანა რომამ. თითქოს მარტო შეტევაში გადასვლას ელოდებოდა. არა და დასვენებული იყო, 15 წუთი ყველგან უნდა ერბინა. მის შემოსვლამდე გენტი სირბილით ჯობნიდა რომას თორემ კლასით ვერ აჯობებდა.
არ ირბინა
21 თებერვალი 2020 10:54
3
ჩაკვეტაძე ყაზახეთში!
სასწრაფოდ სჭირდება ყაზახეთის ლიგას.
ტობოლი ან თარაზი.
აზერბაიჯანი
21 თებერვალი 2020 10:33
27
აზერი არ ხარ შენ და გირჩევ შენს ალანიას მიხედო მე-2 ლიგაში რომ გაგეჭედათ. მაშინ რასაც ეღირსეთ ისიც გიოსნაირმა ქართველებმა გაღირსეს თორემ რუსეთის ჩემპიონობას თქვენ სიზმარშიც ვერ ნახავდით.
G.LA
21 თებერვალი 2020 12:20
2
დეპუატრემ ცუდად ითამაშა, საგოლე მომენტებიც გააფუჭა, ჩაკვემ კი 12 წუთში ყველაზე მეტი 3 დრიბლინგი გააკეთა, ამ მცირე დროში მესიც მეტს ვერაფერს იზამდა.
მინდია
21 თებერვალი 2020 10:07
8
ამ კლუბში ორი რამ მიშლის ნერვებს, მწვრთნელი ტორუპი რომელიც ჯიუტათ არ აყენებს ძირითადში გიოს და კაპიტანი ოჯიჯა-ოფოე რომელიც ჯიუტათ არ აძლევს პასს ჩაკვეს! თუ არ აღირსეს ამ ბიჭს სათამაშო დრო,სამწუხაროდ რეგრესი არ აცდება.ეს მისთვის დიდი ნათლობა იყო ოლიმპიკოზე თამაში!
gabo
21 თებერვალი 2020 09:46
3
არამარტო ოფოე სხვებიც ბევრჯელ მყავს შემჩნეული იმაში რომ ჩაკვეტაძეს და ქვილითაიას პასებს არ აძლევენ, ჩემნი აზრით ორივე ჩვენებურმა უფრო აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშონ მეტი აიღონ თავის თავზე და პასის მიცემაზე კიარა კარში დარტყმაზე დაიგეშონ
იაგო
21 თებერვალი 2020 11:10
3
ქვილითაია უნდა წავიდეს გენტიდან, არასწორი ტორუპი არ ენდობა
irakli
21 თებერვალი 2020 09:45
3
სასწრაფოდ(რაც შეიძლება)უნდა დატოვონ ორივე გიორგიმ ,, გენტი"-ის რიგები...
☆☆☆☆
21 თებერვალი 2020 09:10
4
მართლა ? გაამწვავა? შემდეგ თამაშზე ბურთს შეეხო თქო დაწერეთ
დავით
21 თებერვალი 2020 04:41
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული