ტორუპი "რომასთან" ნამატჩევს: მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "გენტი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "რომასთან". გიორგი ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა. წაგება სამწუხაროა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მომავალ კვირაში "რომას" ვუმასპინძლებთ.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ და მომენტებიც შევქმენით. სამწუხაროდ, საპასუხო გოლის გატანა ვერ შევძელით.

ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენს სტილში ვიასპარეზეთ, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა გამო დაუნდობლად გვსჯიან. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომები
ფატალურია. თუმცა ჩვენი რეაქცია მაკმაყოფილებს".

"გენტი" "რომას" განმეორებით მატჩში 27 თებერვალს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვე ზაფხულისთვის შევა ფორმაში
Lasha
22 თებერვალი 2020 15:55
0
ყველაფერს თავი რო დავანებოთ,ერთი ცვლილება როცა გუნდი აგებს ალბათ მარტო ტორუპს შეუძლია.ტანის მიტრიალება რო ეზარება ისეთი ფეხბურთელი რა ფეხებად უნდა ძირითადში.მეტოქის საჯარიმოში კაცი მარტო ჩაკვემ მოატყუა თუ არ ვცდები.ტორუპმა რომ ათამაშა ის ფეხბურთი არი ქუჩის დონე.როცა გაურკვეველი მიზეზით არ ათამშებ ქართველებს,ანუ შენ არ იცი ეს საქმე და ყანა უნდა თოხნო ჩემო ძმაო
Picaso
21 თებერვალი 2020 15:21
4
შენ ალანიას მიხედე მე-2 ლიგაში რომ გაგეჭედათ))) DDD
G.LA
21 თებერვალი 2020 10:22
1
ეს კაცი ძალიან ჯიუტია,ბეზუსს ათამაშებს ძირითადში და მარგალიტი სათადარიგო სკამზე უჯენია! მაგარი ნერვები აქვს ჩაკვეს ამ კაცის ხელში!
kaxa
21 თებერვალი 2020 09:52
1
Samwuxarod giorgis maqsimumia es,arada camde aiyvanet jurnalistebma da tavi mesid da ronaldud agrdznobinet,rasmiagwia imnairs ro asetebi ilaparaket?romel grands gautana golebiro lamis gaagmertet?verunda mimxvdariyavitro es masze cudad aisaxeboda?exla kaci shuahaa da albat yazaxetis chpionati iqneba misi shdegi nabiji qecbastan,maxsovs arabidzes,oqris da sxvebsac egre aqebdit da adidebtitara sadarian exla romel top chempionatshi tu gundshi?eeeh....
Alika
21 თებერვალი 2020 09:46
30
ალიკჯან , ბიჭმა ისეთი ოპერაცია გადაიტანა აღდგენა ჭირდება ყველაფერს , მშვენიერად შემოვიდა გუშინ, მეტ დროსაც მოიპოვებს და დაუბრუნდება ძველ კონდიციებს , აქედან ადვილი გგონიათ რაღაცეები მაგრამ პირიქით რთულია.
ლაშა
21 თებერვალი 2020 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული