არტეტა: "არსენალმა" შესანიშნავ შედეგს მიაღწია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "ოლიმპიაკოსთან" მატჩი შეაჯამა.

"ეს შესანიშნავი შედეგია. პირველ რიგში, ჩვენ გამარჯვება სტუმრად მოვიპოვეთ. პირველ ათ წუთში ჩვენ ბურთს ხშირად ვკარგავდით და ვერანაირად ვახერხებდით საკუთარი თამაშის აწყობას. მეორე ტაიმში თამაშის მიმდინარეობას ბევრად კარგად ვაკონტროლებდით. მატჩიდან მატჩამდე პროგრესი გვაქვს. მე კვლავ ვამჩნევ ისეთ დეტალებს, რაც ხელს გვიშლის მოწინააღმდეგესთან სრულფასოვან შეტევასა და თამაშის კონტროლში", - ციტირებს არტეტას BT Sport-ი.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში "ოლიმპიაკოსმა" "არსენალს" თამაში 1:0 დაუთმო. ერთადერთი გოლის ავტორი 84-ე წუთზე ფრანგი ალექსანდრ ლაკაზეტი
გახდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული