ალექსანდრ ლაკაზეტი: "არსენალი" საბერძნეთიდან კარგი განწყობით ბრუნდება

AutoSharing Option
ლონდონელებმა ბერძნებს პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სძლიეს. ერთადერთი გოლის ავტორი ალექსანდრ ლაკაზეტი გახდა, რომელიც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა.

"ეს კარგი გამოსვლა იყო. ჩვენ შეგვეძლო მეტის გატანა, თუმცა ამ შედეგითაც შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, იმიტომ, რომ განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა გაგვაჩნია. სასიამოვნო იყო აქ მოსვლა და ახლა ჩვენს გულშემატკივართან კარგი განწყობით მივემგზავრებით", - ციტირებს ფრანგს BBC.

შეგახსენებთ, "ოლიმპიაკოსმა" "არსენალს" 1:0 დაუთმო. განმეორებითი შეხვედრა კი 27 თებერვალს, ლონდონში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული