"გენტი"-"რომა": ჩაკვეტაძე და ქვილითაია სათადარიგოები არიან

AutoSharing Option
21:55 საათზე ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური მატჩი დაიწყება "გენტსა" და "რომას" შორის. ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები: "გენტის" ქართველი ლეგიონერები ჩაკვეტაძე და ქვილითაია სათადარიგოები არიან.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა, ხოლო ქვილითაია სათადარიგო იყო. შემდეგ ბელგიის ჩემპიონატზე "სენტ ტრუიდენთან" მოგებულ შეხვედრაში (4:1) ჩვენებურებმა შეუცვლელად იასპარეზეს - ქვილითაიამ გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, ჩაკვეტაძემ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში "რომამ" "გენტი" 1:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რას ერჩის ეს მწვრთნელი ამ ბიჭებს რა არ მოეწონა წინა თამაშზე კიდე სათადარიგოზე რომ დასვააა
ტოტტი
20:54 27-02-2020
3
ეს იმენა რა ჯინიანი ტიპია ათამაშა ეს სასტავი რომში და ვერაფელი ვერ ქნეს იმედია 30 წუთს მაინც ათამაშებს ჩვენ გიორგებს
Lasha
21:07 27-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული