უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"ხეტაფემ" "აიაქსი" გამოაგდო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში "აიაქსი"-"ხეტაფეს" მატჩი 2:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ესპანური გუნდი გავიდა, რამდენადაც მათ პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელები 2:0 დაამარცხეს. 

ამსტერდამში ესპანელების ფორვარდმა ხაიმე მატამ სტუმრებს უკვე მე-4 წუთზე გაურთულა დავალება, როცა მათი კარი დალაშქრა. "აიაქსს" ასეთ შემთხვევაში 4:1 უნდა მოეგო. თუმცა ჩემპიონთა ლიგის წინა წლის ნახევარფინალისტმა მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა. მე-10 წუთზე დანილო პერეირამ გამოიჩინა თავი, ხოლო 64-ე წუთზე მატიას ოლივერამ საკუთარ კარში გაიტანა ბურთი.