სოლსკიაერი: მეგონა, ეს ფეხბურთელი ჩემს სიცოცხლეში გოლს ვერ გაიტანდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელის, ფრედის დუბლზე კომენტარი გააკეთა.

"მიხარია ყველა ფეხბურთელის თავის გამოჩენა და წარმატება, მაგრამ ფრედი... მე საერთოდ არ მეგონა, რომ ის გოლს ჩემს სიცოცხლეში გაიტანდა. მან იმდენჯერ სცადა გოლის გატანა და არ გამოუვიდა...

ერთი გოლი მარჯვენით, მეორე - მარცხენით... ჩვენ იმდენჯერ ვხუმრობდით ამ თემაზე და მან მაინც გაიტანა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს" - განაცხადა სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

26 წლის ბრაზილიელმა ფრედმა კი პირველად გაიტანა 18 თვის განმავლობაში. აქამდე უკანასკნელი ბურთი მან "ვულვერჰემპტონის" კარში
შეაგდო, როცა გუნდს ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. 

altსოლსკიაერი: "ბრიუგესთან" მატჩით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია

altოლე-გუნარ სოლსკიაერი: პოგბა იანვარში არ დაგვტოვებს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული