უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ვალბუენა: ეს ისტორიული გამარჯვება იყო

AutoSharing Option
35 წლის მატიე ვალბუენამ, რომელიც ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ნახევარმცველია, გუშინდელი მატჩის შედეგებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ბერძნებმა სტუმრად ლონდონის "არსენალს" დამატებით დროში 2:1 სძლიეს.

"გულახდილად გეუბნებით, ხმა დავკარგე, იმდენი ვიმღერეთ გასახდელში... ეს კლუბისთვის ისტორიული მომენტია. ჩვენ გვიჭირდა, მაგრამ შანსები შევქმენით და "არსენალს" საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა ვაიძულეთ. შემდეგ კი ამ გიჟურმა სცენარმა იმუშავა. 

ჩვენს გუნდს ფანტასტიკური სული აქვს. გაოცებულნი ვიყავით და ნამდვილად არ მჯეროდა, რაც ხდებოდა. ეს ფანტასტიკა იყო. გამიმართლა, რომ ამ მომენტს ამ ასაკში მოვესწარი. 

გუნდით ვამაყობ და
ჩემი თავითაც. უბედნიერესი ვარ, რომ 35 წლის ასაკში მსგავს მომენტს შევესწარი და მონაწილე ვიყავი. იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ ტრიუმფს ვიზეიმებთ".

მიუხედავად იმისა, რომ "ოლიმპიაკოსმა" საკუთარ კედლებში "არსენალს" 1:0 დაუთმო, გასვლაზე 2:1 მოიგო და ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე გავიდა.

altშანტაჟის ამბავი - ვალბუენა ბენზემას შერიგების ხელს უწვდის, ის კი...

altქარიმ ბენზემასა და მატიე ვალბუენას საქმეს თავიდან გამოიძიებენ