უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"ხეტაფესა" და "ინტერის" 1/8-ფინალური დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება?

AutoSharing Option
"ხეტაფეს" პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა გუშინ განაცხადა, რომ "ინტერთან" ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის ჩასატარებლად მილანში არ ჩავლენ, რადგან იქ კორონავირუსი მძვინვარებს. უეფამ ეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიტანა. ესპანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

"უეფას მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობას ვუხდით. ჯერ არ ვიცით, მატჩი როდის გაიმართება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

შეიძლება ორის ნაცვლად ნეიტრალურ მოედანზე ერთი მატჩი დაინიშნოს. უეფას ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით", - ციტირებს ვილიავერდეს Football Italia.