ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოჭოლავას "შახტარი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა - 0:5! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერმა" "შახტარს" 5:0 სძლია.

"მეშახტეთა" მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ დისკვალიფიკაციამოხდილი მცველი ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ლუკაკუს მეურვეობა დაავალა. გუნდებმა თამაში დაბალ ტემპში, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყეს. მეტოქის სასტარტო შეტევების მოგერიების შემდეგ დონეცკურმა გუნდმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა მომენტის შექმნა უჭირდა. ორივე გუნდი აშკარად ფრთხილობდა და თამაშს ვერ ამწვავებდა.

"ნერაძურიმ" მე-19 წუთზე პირველივე შანსი გამოიყენა, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მარტინესმა კრივცოვს დაასწრო და თავურით პიატოვის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მილანელებმა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვეს
ხელიდან.

"ინტერს" საიმედოდ ჰქონდა ზონები გადაკეტილი და "შახტარის" ბრაზილიელი თავდამსხმელები სახიფათო იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ. მოკლედ, ყველაფერი კონტეს გუნდის სცენარით მიმდინარეობდა.

პირველი ტაიმის დასასრულს მარკოს ანტონიოს შორიდან დარტყმული ბურთი ჰანდანოვიჩის კარს ოდნავ ასცდა და "ინტერმა" პირელი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, დონბასური გუნდი უხიფათოდ უტევდა, "ინტერმა" კი კინაღამ მეორე გოლი გაიტანა - მარტინესი ხოჭოლავას გაექცა (თითქოს წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი), ბურთის პიატოვზე გადაგდება სცადა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.

62-ე წუთზე მორაესმა ახლო მანძილიდან ბურთი თავით კარგად ვერ დაარტყა, "შახტარმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. მერე დ'ამბროზიომ, მარტინესმა და ლუკაკუმ (ორჯერ) დალაშქრეს პიატოვის კარი და "ინტერმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - უეფასა და ევროპა ლიგის ნახევარფინალებში ეს ყველაზე დიდი სხვაობით მოგებაა.

მოკლედ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

"ინტერი" მეხუთედ გავიდა უეფას თასისა და ევროპა ლიგის ფინალში. მასზე მეტჯერ, ექვსჯერ "სევილია" გავიდა, რომელსაც 21 აგვისტოს კიოლნში გადამწყვეტ მატჩში შეხვდება.

- კონტეს გაწვრთნილი გუნდი ფინალში პირველად გავიდა.
- ლუკაკუმ ტურნირის ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა, რაც რეკორდია - მან ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- "ინტერი" 10 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.
- XXI საუკუნეში იტალიური კლუბი პირველად გავიდა ევროპა ლიგის ფინალში.
- "ნერაძურიმ" სეზონში 111 გოლი გაიტანა - ეს უკანასკნელ 90 წელიწადში კლუბის საუკეთესო შედეგია.

დიუსელდორფი. "მერკურ შპილ-არენა"
ინტერი - შახტარი 5:0
გოლები: 1:0 მარტინესი (19), 2:0 დ'ამბროზიო (64), 3:0 მარტინესი (74), 4:0 ლუკაკუ (78), 5:0 ლუკაკუ (83)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, ბასტონი, დ'ამბროზიო (მოზესი 81), ბარელა, ბროზოვიჩი (სენსი 85), გალიარდინი, იანგი (ბირაგი 66), ლუკაკუ (ესპოზიტო 85), მარტინესი (ერიკსენი 81)

შახტარი: პიატოვი, დოდო, კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვიენკო, მარკოს ანტონიო, სტეპანენკო, მარლოსი (კონოპლიანკა 75), ალან პატრიკი (სოლომონი 59), ტაისონი, მორაესი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ესეიგი ხრამის გაზრდას ცდილობენ და აქ ზანგების ჩამოთრევას ნაბიჭვრები.
ddgfdf
18 აგვისტო 2020 17:45
0
ვკითხულობ აქ ზოგიერთების კომენტარებს და მეცინება - რანაირად ითამაშა კარგად ხოჭოლავამ, 5-ე გოლი მაინც არ ნახეთ რაც ლუკაკუმ ჩაუტარა?! მთლიანობაში, ალბათ სხვებზე უკეთესად გაისარჯა "ხოჭო", მაგრამ იმის თქმა რომ კარგად ითამაშა, უბრალოდ თავის მოტყუებაა ...
სიმართლე
18 აგვისტო 2020 14:37
0
ჯერ ერთი ლუკაკუმ ზედიზედ 9 თუ 10 მატჩში გაიტანა გოლი .ესე იგი მას ვერავინ აჩერებს და მეორეც ის,რომ 3-0 -ის შემდეგ,თამაში ფსიქოლოგიურად უკვე დამთავრებული იყო.ლუკაკუმ კი,მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა.მატვიენკო აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და მისი წინ წასვლა გამოიყენეს იტალიელებმა კარგად,დაცვაში მისი შეცდომებიც დაემატა და თამაშმა უკვე აზრი დაკარგა.თუ ვინმეს სჯერა,რომ ინტერის და შახტიორის ძალთა თანაფარდობა,5-0-ა,ან კიდევ ბავარია -ბარსელონასი 8-2.მაშინ მათთან დავა კამათს, აზრი არა აქვს.
სოსო
18 აგვისტო 2020 16:22
0
5-0-ზე როგორ უნდა თქვა მცველმა კარგად ითამაშაო,მაგრამ ფაქტია შეცდომა არ დაუშვია ხოჭოლავას და კარგად იდგა,ყოველ შემთხვევაში თავის გუნდში აშკარად საუკეთესო იყო.ლუკაკუს მეურვეობას მშვენივრად გაართვა თავი,პირველ ტაიმში საერთოდ ფეხი არ გაანძრევინა.კვირკველიაზე კარგ გუნდშიც არის,მეტსაც თამაშობს და მასზე ბევრად უკეთესია დღესდღეობით.
Master
18 აგვისტო 2020 10:13
9
ნათან ჟუნიორი სამტრედიაში გადავიდა დაწერეთ. მომდევნო სეზონში უკეთესი გუნდი იქნება. დილაში ძაან მაგარი იყო თავის დროზე
Haaland
18 აგვისტო 2020 10:11
0
არ ვამბობ, რომ უკრაინელები მოიგებდნენ, მაგრამ 1-0 ზე თავით გატანის შემთხვევაში, სხვა თამაში წავიდოდა. ერთი-ერთზე, როდესაც თავდამხსმელს ააქვს ბურთი და მითუმეტეს მოძრაობაში, წართმევა თითქმის შეუძლებელია.
100%
18 აგვისტო 2020 09:09
2
ისე ჩვენში დარჩეს ნახევარფინალი იყო და არა მეოთხედ ფინალი
მურთო
18 აგვისტო 2020 01:34
0
ვისაც ფეხბურთი ელემენტარულად მაინც ესმის ყველა დამეთახმება რომ ცალკეულად ხოჭოლავამ კარგად ითამაშა თავის პოზიციაზე აქ უბრალოდ უზარმაზარი განსხვავება იყო გუნდების კლას შორის და როცა შახტარი ინტერის საჯარიმოშიც კი ვერ შედიოდა და კარში ვერ ურტყამდა ეს ხოჭოლავას ბრალი იყო?? წელს ინტერი ძალიან კარგი გუნდია და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს
გელა
18 აგვისტო 2020 01:17
6
ძალიან დიდი განსხვავება იყო გუნდების კლასში და თან ასეთ დაცვით ინტერს გოლი გაუტანო როცა შახტარი ხარ ძალიან რთულია შეიძლება შახტარი უკრაინის დონეზე და საშუალო კალიბრის გუნდების დონეზე ძლიერია, მაგრამ ინტერამდე ბევრი უკლია ორი ასეთი ფორვარდი, რომლების საერთო ღირებულებაც მთელი შახტარის ფასია ესენი გაჩერო ურთულესი ამბავია შახტარის უკანა ხაზში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ხოჭოლავამ დატოვა ჩემი აზრით მიუხედავად ამ ანგარიშით წაგებისაა კარგი თამაში ჩაატარა ლაუტარუს და ლუკაკუს ვერ აჩერებენ მსოფლიო დონის მცველები და ხოჭოლავა ძალიან კარგად ეთამაშა რამდენიმე ეპიზოდში ამ ორ სუპერ ფორვარდს.
ზურა
18 აგვისტო 2020 01:11
4
ნეტა არ ეთამაშა )))))
პიკეს ქართული ვარიანტი გაიჩითა ))))
ვისაც არ ეზარებოდა ყველამ გოლი გაიტანა
Megreli
18 აგვისტო 2020 00:59
9
რა მაგრად ითამაშა ხოჭომ, მხოლოდ ლუკაკუ კი არა ლაუტაროც ამოკეტა, ფეხი არ გაანძრევინა, )))))))
სემედუ და დევისი გამახსენდა ))))
ტიპები სხვა განზომილებაში არიან, საერთოდ ეს ორი გუნდი რა პონტში ეთამაშა ერთმანეთს? რა აქვთ საერთო?
Megreli
18 აგვისტო 2020 00:52
8
რა პონტში და ბრძოლით მოიპოვეს ეგ უფლება,მეგრელო.ხონჩით არავისთვის არაფერი მიურთმევიათ.ორივემ თავის გზაზე,რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ის, რომ ერთი მეორეზე საგრძნობლად ძლიერი აღმოჩნდა,არ ნიშნავს,რომ დამარცხებული უვარგისია.სხვა თუ არაფერი,შახტიორი,დევნილობაში არსებობს და იბრძვის.ამას დაფასება უნდა.
სოსო
18 აგვისტო 2020 09:06
0
მერე რა რომ ვერ ითამაშა კარგად. რატომ დასცინი?
დავით 67
18 აგვისტო 2020 08:59
1

სიახლეები პოპულარული