"სევილიამ" "ინტერს" სძლია და მეექვსედ მოიგო ევროპა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" 3:2 დაამარცხა "ინტერი" და სარეკორდო მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანით კი დააწინაურა "ინტერი", მაგრამ შემდეგ დე იონგმა დუბლით "სევილია" წინ გაიყვანა. მან ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი, იქამდე კი 11 შეხვედრაში არ ჰქონდა გატანილი. თუმცა, მალე გოდინმა თავურით გაათანაბრა ანგარიში.

61-ე წუთზე ლუკაკუ მეურვეებს გაექცა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება. სამაგიეროდ შემდეგ საკუთარ კარში გაიტანა, როდესაც დიეგო კარლოსის მაკრატელათი დარტყმულ ბურთს საკუთარ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, გოლი კი დიეგო კარლოსს ჩაუთვალეს.

-
ლუკაკუმ ტურნირის ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი და რეკორდი დაამყარა - მის ანგარიშზე 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 34 გოლი გაიტანა. ამდენივე გოლი 1997/98 წლების სეზონში რონალდომ გაიტანა.
- დე იონგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში ორი გოლი თავით გაიტანა.
- "ინტერის" მწვრთნელმა კონტემ მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო - როდესაც ბურთი დიეგო კარლოსს ხელზე მოხვდა, ის პენალტს ითხოვდა.

- "სევილიამ" ტურნირის პლეი-ოფებში ჯამში 70 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- გოდინი მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც გოლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა.
- იტალიური კლუბები მეათე წელია ვერ იგებენ ევროტურნირს.
- ლოპეტეგიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო.
- 24 სექტემბერს ბუდაპეშტში სუპერთასზე "სევილია" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შეხვდება.
- კონტემ მწვრთნელის რანგში ევროტურნირის მეოთხე ფინალი წააგო.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი დე იონგი აღიარეს.

კიოლნი. "რეინენერჯიშტადიონი"
სევილია - ინტერი 3:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (5, პენ), 1:1 დე იონგი (12), 2:1 დე იონგი (33), 2:2 გოდინი (35), 3:2 დიეგო კარლოსი (74)

მკითხველის კომენტარები / 13 /
სევილია მართლაც რომ ევროპა ლიგის რეკორდებს ამყარებს! სევილიამ იბრძოლა და დამსახურებულად აღმართეს თასი ! მანჩინი და მისი შეგირდები მაგრად შემეცოდნენ ლუკაკუს გაფუჭებულმა საგოლე რეიდმა და შემთხვევით საკუთარ კარში ჩასმულმა გოლმა და რომარა ეგრე განვითარებულმა მომენტებმა არავინ ვიცით როგორ განვითარდებოდა მოვლენები დამატებით დროში
Gocha juve
22 აგვისტო 2020 19:41
1
ლუკაკუ ძალიან მაღალი დონის ფორვარდია, უბრალოდ ის რაც მას შეემთხვა, ასეთი რამ, მასზე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებს მოსვლიათ! ფორცა ინტერ!!!
ვახო...
22 აგვისტო 2020 17:50
0
ლუკაკუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წაიშტერებს.
temo
22 აგვისტო 2020 15:38
0
Egrea milanelo getanxmebi.
Milani
22 აგვისტო 2020 13:22
2
ევროპა ლიგის გუნდი ლიონი. ლიონს რომ ჭირდებოდეს 10 დან 9 მაინც მოიგებს. მარა ესეთ გუნდებს არ აინტერესებთ. სევილია თუ მაგარია ლიგაზე დაამტკიცოს რამე.
ika
22 აგვისტო 2020 13:03
5
დიდ გუნდებს ნაკლებად აინტერსებთ ევროპა ლიგა. კაი ეხლა ჩელსის როცა დასჭირდება მაშინ მოიგებს ან არსენალს. გინდაც დორტმუნდს და ლიონს და ახლოებით ესეთი გუნდები. ვერც სევილია გაუწევს მერე წინააღმდეგობას და ვერც ვერავინ. ეხლა შახტარებს და ზენიტებს მოუგებს სევილია და ესპანიოლებს. ლიგაზე რომ სევილიას ინტერი შეხვდეს ალბათ იცით რა ანგარიშით დაამარცხებენ სევილიას.
321
22 აგვისტო 2020 13:01
3
არმინდა ცუდად ვთქვა, მარა მიმაჩნია მილანის გარეშე იტალიური ფეხბურთი მკვდარია და იტალიის ღირსებას ვერავინ წარმოაჩენს სათანადოდ. მილანი სხვა სამყარო იყო!
მილანელი
22 აგვისტო 2020 10:45
1
მსაჯი 2 პენლის დანიშვნას მოერიდა და ინტერს თასი წაართვა სიმართლე ესაა. ეს გავს იუვენტუსი-აიაქსი რომ იყო და აიაქსზე 100% პენალტი არ დადეს.
იკა
22 აგვისტო 2020 10:43
6
ევროპა ლიგას უნდა ერქვას სევილიას ტურნირი, გაულაღლაღეს ინტერს
irakli
22 აგვისტო 2020 06:35
3
არადა იყო ნაღდად მეორედაც პენალტი, ბურთი კარისკენ მიდიოდა! ასე არ იყო? წესების თანახმად კარში როდესაც მიდის ბურთი შემთხვევით თუ გამიზნულად ხელით თამაში პენალტია Var-იც არ გამოიყენა მსაჯმა. ლუკაკუ მაგრად შემეცოდა.
დავით 67
22 აგვისტო 2020 04:32
4

სიახლეები პოპულარული