"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ამაზეა ნათქვამი-კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს ლოკომოტივმა პულსი მოუძებნა!
გიო
27 აგვისტო 2020 23:11
0
რუმინეთის ჩემპიონატის ერტერთი გამორჩეული გუნდის დამარცხება სასიამოვნო მოულოდნელობაა.მადლობა ლოკომოტივს. მხოლოთ ერთილეგიონერით მოახერხეს ესეც სასიამოვნოა
mosexoneli
27 აგვისტო 2020 23:09
0
მადლობა !!!!!
და ბოდიში რომ თქვენი ყველაზე ნაკლებად მჯეროდა...
მიხაელ
27 აგვისტო 2020 23:01
0

სიახლეები პოპულარული