"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
მადლობა !!!!!
და ბოდიში რომ თქვენი ყველაზე ნაკლებად მჯეროდა...
მიხაელ
27 აგვისტო 2020 23:01
0
ყველას ლოკომოტივის ყველაზე ნაკლებად გვჯეროდა.ყოჩაღ ჭიაბერას,სრულად გამოისყიდა არარატთან თამაში და დაამტკიცა რომ საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია.
Master
27 აგვისტო 2020 23:17
4
მადლობა ლოკომოტივს რომელმაც სუიციდისგან მიხსნა
zvio
27 აგვისტო 2020 23:26
2
რუმინეთის ჩემპიონატის ერტერთი გამორჩეული გუნდის დამარცხება სასიამოვნო მოულოდნელობაა.მადლობა ლოკომოტივს. მხოლოთ ერთილეგიონერით მოახერხეს ესეც სასიამოვნოა
mosexoneli
27 აგვისტო 2020 23:09
0
ყოჩაღ ლოკოს ბიჭები! მხოლოდ ერთი გამაგებინეთ, საქართველოს ჩემპიონატშ ასეთ ტემპში დარბიხართ? ასეთივე კონტრშეტევები გაქვთ, ასეთივე პრესინგი? ესე იგი ჭიაბერაშვილი სრიოზულ გუნდს აყენებს. ამას რა ჯობს?! წარმატებებს გისურბებთ!
alexandre
28 აგვისტო 2020 00:11
6
ტრანფერმარკეტზე ვნახე ეს გუნდი 24 მილიონი ევრო ღირს. 10 ნომერი 5 მილიონი ღირს კიდევ ყავთ მილიონზე მეტი ღირებულების რამდენიმე ფეხბურთელი მათ შორის მეკარეც. გავოცდი ისე უკლასოდ თამაშობდნენ
იაგო
27 აგვისტო 2020 23:59
0
მეორე გოლი ნახეთ ლოკომოტივის გატანილი გაგეცინება კაცს, მოწინააღმდეგის ოთხი ფეხბურთელი მთელი დაცვა ფლანგზე მარტო მყოფ ლოკომოტივის ფეხბურთელისკენ მირბის, მთელი დაცვა დააცარიელეს, საჯარიმოსთან მისულ ლოკომოტივის ფეხბურთელს ერთი რუმინელი ფეხბურთელი ხვდება და თან წინ კიარა გვერდიდან და კარში დარტყმაში ხელს საერთოდ არ უშლის, მეკარემ კიდე 7 მეტრიან კარში ისე დადგა რომ მარცხენა კუთხე ერთი 6 მეტრო ცარიელი დატოვა, ლოკომოტივის ფეხბურთელს გოლის გატანის დროს კარში დარტყმა კიარა ბურთის გაგორებაღა დარჩა. ჩემი სუბიექტური აზრია ჩაშვებული თამაში იყო, ლოკომოტივს 6.5 ქონდა მოგებაზე და ამ კორონას დროს ფინანსური პრობლემა ყველა კლუბს აქვს მათ შორის რუმინულსაც. პ.ს. ისე ყველა ქართული კლუბების მოწინააღმდეგებმა რომ ჩაუშვან თამაში კაი იქნება თორემ ისე ვერცერთი ქართული კლუბი ვერცერთ ეტაპს ვერ გადალახავს
გიო
27 აგვისტო 2020 23:26
37
ერთი შეხედვით მართლაც ასე ჩანდა, მაგრამ საწინააღმდეგო ვერსიასაც შემოგთავაზებთ. კრაიოვა აგებდა და ცენტრალური მცველები მაღლა იყვნენ ამოსული. ჩვენი ორი ფეხბურთელი თამაშგარეს ზღვარზე იყო როცა რუმინელთა მარცხენა მცვალმა ამოსვლა ვერ მოასწრო და ხელოვნური თამაშგარეც ჩაეშალათ. დამცველის იმრანისგან მარჯვნივ გადაადგილებასაც აქვს ახსნა, რადგან სწორედ მარჯვნივ იყო კიდევ ერთი ლოკომოტიველი სრულიად მარტო. სწორედ ამიტომ მეკარემაც მარჯვნივ გადაადგილება დაიწყო რათა პასის შემთხვევაში ემოქმედა, იმრანმა კი სწორედ ამ მომენტში დაიჭირა ორივე. მოკლედ აქ შეცდომა თამაშგარეს შესრულებაში დაუშვეს და არა სპეციალურად. ვულოცავ ლოკოს და ჭიაბრიშვილს ალალ გამარჯვებას.
emigranti
28 აგვისტო 2020 03:09
3
ლოკომოტივმა თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა, მართალია მეტოქე სუსტი იყო მაგრამ ეს არ უკარგავს ბიჭებს იმ ბრძოლას და გამარჯვებას. მადლობა ბრძოლისთვის და თავდადებისთვის!!
ზაზა
27 აგვისტო 2020 23:16
2
kraiova araa susti da magashia sakme rom moiges chvenebma da kargia.torem yveoas sjobs kraiova chvens ligashi
Duskatto
28 აგვისტო 2020 00:56
0
ამაზეა ნათქვამი-კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს ლოკომოტივმა პულსი მოუძებნა!
გიო
27 აგვისტო 2020 23:11
0
მაროკოელი უმარა
თქვენ ნუ გგონიათ ხუმარა,
მცველი-მეკარე "ასწია",
ერთი ნაბიჯით გაგვსწია
alex
28 აგვისტო 2020 00:23
2

სიახლეები პოპულარული