გეგუჩაძე: ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჰაპოელთან" დამარცხების შემდეგ თავისი კლუბის საიტთან კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მარცხი, შეგვიძლია, გარკვეულწილად უიღბლობასაც დავაბრალოთ. "ჰაპოელს" ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე არ ვიტყვი იმას, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ეს ანგარიში მართლაც რომ მეტისმეტია.

მინდა, ჩემი ბიჭების სასახელოდ ვთქვა, რომ მოინდომეს. კარის ასაღებად კარგი მომენტები გვქონდა. რთული თამაშს მოლოდინი გამართლდა და საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ამით ჩვენი მიზნები და
ამოცანები არ იცვლება, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მარცხი არავის უხარია - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებს და თავისთავად ცხადია, არც გულშემატკივრებს. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. ამ შეფასების გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, აუცილებლად იქნება პროგრესი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამომ ჯგუფში ყველა თამაში წააგო თუ არ ვცდები,მაგრამ რაც შეეხება ზესტაფონს ღირსეულად ითამაშა,ის მართლა კაი გუნდი იყო,გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ,თან ფეხბურთელებიც ჭირდება ცოტა ნორმალური,რაც არც ისე ბევრია საქართველოში, და ასე შემ. კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები გიას!
zoi.
30 აგვისტო 2020 06:47
1
თითქოს არაა ცუდი მწვრთნელი, მარა რაღაც არ უმართლებს ახალგაზრდულის ფიასკოც გვახსოვს ფარერებთან.
fff
28 აგვისტო 2020 23:32
1
გია გეგუჩაძეს მხარდაჭერა,ასეთი მწვრთნელები ბევრი არ გვყავს,არა უშავს,აცალონ და ვნახავთ შედეგს აუცილებლად!!
ზესტა
28 აგვისტო 2020 20:15
3
გულშემატკივარი - რა სისულელეს იძახი ძმაო ცოტა კორექტული უნდა იყო აქ ახალგაზრდა თაობაც შემოდის და ნუ შეგყავს შეცდომაში.

შუშაკის გუნდი როგორ იყო როცა მინიმუმ 7 - 8 კაცს სხვას ათამაშებდა ძირითადში გეგუჩაძე და საერთოდ სხვა ხალხი ჰყავდა შეიძლება 11 ივე ძირითადის სხვა იყო ...
bejo
28 აგვისტო 2020 20:00
7
აცადეთ ამ კაცს და შედეგს აუცილებლად დადებს
Master
28 აგვისტო 2020 19:12
4
ზესტაფონის სირცხვილიო ვიღაც წერს, და ზესტაფონზე გამართული და სტაბილური ქართული გუნდი გახსენდებათ? რამდენი კარგი თამაში და მოგება ქონდათ წლების მანძილზე.
გუგა
28 აგვისტო 2020 21:51
3
ამ კაცს აცადეს უკვე არაერთგზის!ხომ არ დაგავიწყდათ მის მიერ გაწვრთნილი თბილისის დინამოს და ზესტაფონის სირცხვილი? ერთხელ შემთხვევით დინამო გაიყვანა ინერციით შუშაკის გაკეთებული გუნდი და ჯგუფში იქაც სირცხვილი გვაჭამა... გაგახსენოთ ანგარიშები ოთხივე თამაშის?
გულშემატკივარი
28 აგვისტო 2020 19:37
20

სიახლეები პოპულარული