PREVIEW - ევროპა ლიგის გამორჩეული მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპა ლიგა იწყება. 

ტურის ცენტრალური დაპირისპირება გლაზგოში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "სელტიკი" "მილანს" უმასპინძლებს.

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ, სადაც "სელტიკ პარკის" მოედანზე "მილანმა" 3:0 სძლია მეტოქეს. 

7 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ისევ ხვდებიან. 

Sportall.Ge



"სელტიკი"


შოტლანდიური გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგეს და დამარცხდნენ უშუალო კონკურენტ "რეინჯერსთან".

გლაზგოელები შოტლანდიის ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩებიან. 

"სელტიკი" დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. 

დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ - აბდ ელჰამედი, ბიტონი, ედუარდი,
ჟულიენი, ფორესტი, ჯონსონი. 



"მილანი"

"მილანი" შესანიშნავ ფორმაშია, სერია A-ს ლიდერობს და გუნდი ძალიან დიდი ხანია დაუმარცხებელია. 

ბოლოს მათ 8 მარტს, "სან სიროზე" "ჯენოას" წინააღმდეგ წააგეს. 

გასულ კვირას დერბი "დელა მადონინაზე" იმარჯვეს, ანგარიშით 2:1. 

დღევანდელ მატჩს "როსონერის" რიგებიდან გაბია, მუსაჩო, რებიჩი და ჩალჰანოღლუ გამოტოვებენ. 


ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც "სელტიკსმა" 1-ხელ გაიმარჯვა, "მილანმა" - 6-ჯერ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. 

გოლების შეფარდება 12:3-თან იტალიელების სასარგებლოდაა.

მატჩი 23:00-ზე დაიწყება. 

მთავარი არბიტრი სლოვენიელი მატეი იუგი გახლავთ. 

alt"მილანის" ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია

altზლატანი: სკუდეტო? "მილანს" ეს შეუძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული