უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა. II ტური: ლოჩოშვილის გუნდმა "ფეიენოორდს" 4:1 მოუგო, კაჭარავა "რეინჯერსთან" 88-ე წუთზე შევიდა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

"ვოლფსბერგერმა" როტერდამში "ფეიენოორდი" 4:1 დაამარცხა. სტუმრებმა 4-დან 3 გოლი პენალტით გაიტანეს. ავსტრიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, გურამ გიორბელიძემ კი ტრავმა ახლახან მოირჩინა და განაცხადში არ იყო.

"გენტმა" ისევ მარცხი იწვნია, ამჯერად საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" - 1:4. ეს ყველა ტურნირზე ბელგიური გუნდის ზედიზედ მეოთხე წაგებაა. "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა არ მოურჩენია და განაცხადში არ იყო.

ნიკა კაჭარავას "ლეხი" გლაზგოში "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. კაჭარავა 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკი გასვლაზე
"გრანადას" დაუზავდა - 0:0. ჩვენებური ისევ სათადარიგო იყო.

"მილანმა" "სპარტას" 3:0 მოუგო. "როსონერი" ყველა ტურნირზე 23 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 6 ფრე. თანაც, ყველა ბოლო 12 შეხვედრაში 2+ გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად 90 წლის წინ მოხდა.

"ტოტენჰემი" სტუმრად "ანტვერპენთან" დამარცხდა (0:1). ზედიზედ მესამე შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა ლონდონური გუნდის ახალწვეულმა გარეთ ბეილმა. მან ბოლოს 22 იანვარს გაიტანა.

A ჯგუფი

კლუჟი - იანგ ბოისი 1:1
რომა - ცსკა (ს) 0:0

B ჯგუფი

არსენალი - დანდელკი 3:0
მოლდე - რაპიდი 1:0

C ჯგუფი

ნიცა - ჰაპოელი 1:0
სლავია - ბაიერი 1:0

D ჯგუფი

ბენფიკა - სტანდარდი 3:0
რეინჯერსი - ლეხი 1:0

E ჯგუფი

გრანადა - პაოკ 0:0
ომონია - პსვ 1:2

F ჯგუფი

ალკმაარი - რიეკა 4:1
სოსიედადი - ნაპოლი 0:1

G ჯგუფი

აეკ - ლესტერი 1:2
ზორია - ბრაგა 1:2

H ჯგუფი

მილანი - სპარტა 3:0
ლილი - სელტიკი 2:2

I ჯგუფი

ყარაბაღი - ვილიარეალი 1:3
სივასპორი - მაკაბი 1:2

J ჯგუფი

ლასკი - ლუდოგორეცი 4:3
ანტვერპენი - ტოტენჰემი 1:0

K ჯგუფი

ცსკა (მ) - დინამო (ზ) 0:0
ფეიენოორდი - ვოლფსბერგერი 1:4

L ჯგუფი

ცრვენა ზვეზდა - ლიბერეცი 5:1
გენტი - ჰოფენჰაიმი 1:4

ასევე დაგაინტერესებთ