უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

იაზიჯიმ ჰეთ-თრიკით "მილანის" 24-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში H ჯგუფში "ლილმა" "სან სიროზე" 3:0 დაამარცხა "მილანი". ჰეთ-თრიკი 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა იუსუფ იაზიჯიმ შეასრულა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეორე ჰეთ-თრიკია - ადრე პრაღის "სპარტა" დაამწუხრა სამჯერ.

ამით შეწყდა "როსონერის" 25-მატჩიანი წაუგებელი სერია - 18 მოგება და 6 ფრე.

ჯგუფში 7 ქულით ლიდერი "ლილია", 6 ქულით მეორე ადგილზე "მილანია, 3 ქულით მესამე პოზიციაზე "სპარტაა", ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი გლაზგოს "სელტიკია".

სხვათა შორის, "ლილი" საფრანგეთის ჩემპიონატზეც კარგად ასპარეზობს, მეორე ადგილზეა და ლიდერ პსჟ-ს 2 ქულით ჩამორჩება.