უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ჟოზე მოურინიო: "მანჩესტერი" ევროპა ლიგის ფავორიტია

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"თამაშს, რა თქმა უნდა, ვუყურე. ახლა "მანჩესტერი" ევროპა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი გუნდები ყოველთვის ძლიერები არიან და როგორც წესი, ევროპა ლიგის კლუბებზე მაღალი დონე აქვთ.

"მანჩესტერი" ერთ-ერთი ტოპ-კლუბია. ძალიან ძლიერი ჯგუფი შეხვდათ - პსჟ, "ლაიპციგი" და "ისტანბული".

ყველამ იცოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა მარტივი არც ერთისთვის არ იქნებოდა. ვიცოდით, რომელიმე მათგანი ევროპა ლიგაზე გადაერთვებოდა", - თქვა ჟოზემ.