"შახტარი" ხოჭოლავას დახმარების გარეშე გავიდა მერვედფინალში

AutoSharing Option
"შახტარმა" ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩშიც დაამარცხა თელ-ავივის "მაკაბი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"შახტარს" გასვლით შეხვედრაში მეტოქე 2:0 ჰყავდა დამარცხებული, კიევში კი 1:0 მოუგო და უპრობლემოდ გავიდა მეოთხედფინალში.

დონეცკურ გუნდში კვლავ სათადარიგო იყო საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა.

მეთექვსმეტედფინალური ბარიერი აგრეთვე "ტოტენჰემმა", "აიაქსმა", "არსენალმა","რეინჯერსმა", "მოლდემ", "ვილიარეალმა" და "გრანადამ" გადალახეს. დანარჩენი მერვედფინალისტები ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო არ თამაშობს? ჯანმრთელობა თუ ფორმა?
kaxi
26 თებერვალი 2021 14:31
0
ეს ის გრანადა არ არის?...მაგრათ უთამაშიათ ჩვენებს.
emigranti
26 თებერვალი 2021 03:21
0
მაგრათ არა მაგრად
ლშა
26 თებერვალი 2021 18:06
0
ნაპოლი გამოაგდო მაგ გრანადამ
ქომაგი
26 თებერვალი 2021 10:16
0

სიახლეები პოპულარული