ორშიჩი - "ტოტენჰემი" 3:0 და ზაგრების "დინამო" 1/4-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პატარა სასწაული მოახდინა ზაგრების "დინამომ" მშობლიურ "მაქსიმირზე" - ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი ლონდონში "ტოტენჰემთან" 0:2 ჰქონდა წაგებული, სახლში კი 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

28 წლის თავდამსხმელმა მისლავ ორშიჩმა 62-ე წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი, 82-ე წუთზე მეორედ დაამწუხრა უგო ლორისი და დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და "დინამომ" "ტოტენჰემის" ბარიერი გადალახა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირების წინ "დინამოს" მწვრთნელს, ზორან მამიჩს, კორუფციაში ბრალდებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და გუნდს პირველად უხელმძღვანელა დამირ კრზნარმა.

მოკლედ,
"დინამომ" გმირობა ჩაიდინა და პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟოზე ადრე თუ განსაკუთრებული იყო ახლა განსაკუთრებული მზეა!
alex
17:48 19-03-2021
0
აი რას შვება მონდომება, თავგანწირვა. ასეთი მაგალითები ალამაზებს ფეხბურთს და იმედს გვინახავს, რომ ჩვენც გავისვრით. მარტო კლასით ტოტენჰემი 10-დან 10-ს მოუგებს დინამოს, მაგრამ...
გულშემატკივარი
09:09 19-03-2021
2

სიახლეები პოპულარული