ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა

AutoSharing Option
15 აპრილს ევროპა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

„მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზეც სძლია „გრანადას“ და ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის 1/2-ფინალში. კავანი პირველი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე 50 გოლი გაიტანა. პოგბამ ყველა ტურნირზე უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა - იქამდე ბოლოს საგოლე გადაცემა ოქტომბერში გააკეთა.

„რომამ“ სახლში სასურველ ფრეს მიაღწია „აიაქსთან“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„არსენალმა“ გასვლაზე გაანადგურა „სლავია“ და ნახევარფინალში ითამაშებს. ლონდონური კლუბი უკანასკნელ 4 წელიწადში მესამედ გავიდა ნახევარფინალში, ტურნირი კი არასოდეს მოუგია.

„ვილირეალმა“ ამჯერადაც სძლია ზაგრების „დინამოს“. 19 წლის ნახევარმცველმა საკამ ევროპა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მანჩესტერი - გრანადა 2:0 (პირველი მატჩი 2:0)
გოლები: 1:0 კავანი (6), 2:0 ვალეხო (90+1, საკ. კარში)

რომა - აიაქსი 1:1 (2:1)
გოლები: 0:1 ბრობეი (49), 1:1 ჯეკო (72)

სლავია - არსენალი 0:4 (1:1)
გოლები: 0:1 პეპე (18), 0:2 ლაკაზეტი (21), 0:3 საკა (24), 0:4 ლაკაზეტი (77)

ვილიარეალი - დინამო (ზ) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ალკასერი (36), 2:0 მორენო (43), 2:1 ორსიჩი (74)

ნახევარფინალში „მანჩესტერი“ - „რომას“, „არსენალი“ კი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რომა-აიაქსის თამაშს ვუყურებდი და უღიმღამო, სამარცხვინო რომამ სასურველ შედეგს მიაღწია ანტიფეხბურთით. აიაქსის შემადგენლოვაში გოლი გაიტანა 18 წლის ბრობეიმ გაიტანა(მთლიანად აიაქსში რამდენი 21 წლამდე ფეხბურთელი თამაშობდა ვერ დავთვალე). ის თუ 18 წლისაა ერთი კვირა ვიშიმშილებ. თან უკვე გაყიდული ყავთ ლაიფციგში და არენდი დატოვეს. ყველაფერ ამას კი ერთი ფაქტის გამო ვწერ. რომას მიერ გატანილ გოლში ლომის წვლილი მიუძღვის 18 წლის მარცხენა ნახევარმცველ კალაფიორის, რომელსაც 16 წლისას უკვე რომას მარგალიტს უწოდებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ერთხელაც მუხლის ისეთი ტრავმა მიიღო რომ ევროპელმა სპეციალისტებმა ფეხბურთში დაბრუნების შანსი გამორიცხეს. პირდაპირ ეუბნებოდნენ რომ 1% შანსიც არ ჰქონდა. ხეიბრად დარჩენის შანსი კი ათჯერ მეტი ჰქონდა...ოპერაცია და აღდგენითი პერიოდი ამერიკაში გაატარა, ფაქტიურად მუხლი თავიდან აუწყეს. ორ წელზე მეტი გავიდა და ისევ დაფრინავს. იქნება მოაშორონ ჩვენი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიას და წაიყვანონ შტატებში, თუნდაც იმ კლინიკის გაგება რა პრობლემაა. იღუპება ბიჭი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება რაღაც აბდაუბდა საუბრები და ვინ არის მისი პატრონი დღესაც არ ვიცით. ბელგია-ჰოლანდიაში ფეხბურთის ბიზნესი ძალიან წუწურაქი ხალხის ხელშია და უნდა ვაიძულოთ დააფინანსონ მისი მკურნალობა შტატებში, იაქტიურონ აგენტებმა. გული მეწვის გიო რომ მახსენდება... ის დრიბლინგი კი რომელსაც რომას გოლი მოჰყვა ვის მაგონებს თავადაც ხვდებით:)
emigranti
02:23 16-04-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული