უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

[PREVIEW] ძირძველი მეტოქეები მანჩესტერში ერთმანეთის პირისპირ! შეძლებს "არსენალი" ესპანეთიდან გამარჯვებით წამოსვლას?

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართება.

Sportall.Ge

ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, სადაც ადგილობრივი "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" უმასპინძლებს.

"წითელ ეშმაკებს" ენტონი მარსიალი გამოაკლდება. რაც შეეხებათ იტალიელებს, კალაფიორის, მანჩინის, პედროსა და ზანიოლოს გარეშე მოუწევთ თამაში.

Sportall.Ge

მეორე შეხვედრა "ვილიარეალსა" და "არსენალს" შორის გაიმართება.

ესპანელებს ვისენტე იბორა არ ეყოლებათ. თავის მხრივ, "მეთოფეებს" დავიდ ლუიზი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა პიერ ემერიკ ობამეიანგისა და ალექსანდრ ლაკაზეტის თამაშიც.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ