მხარდაჭერა უკრაინას - "ბარსელონამ" ნეაპოლში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ სტუმრად 4:2 დაამარცხა „ნაპოლი“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი „ბარსამ“ მეტოქე დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის დაწყების წინ გუნდებმა რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს და ბანერი გამოფინეს: „შეაჩერეთ ომი“.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 ალბა (8), 0:2 ფ. დე იონგი (13), 1:2 ინსინიე (23, პენ), 1:3 პიკე (45), 1:4 ობამეიანგი (59), 2:4 პოლიტანო (87)

- ობამეიანგმა "ბარსაში" ბოლო 2 შეხვედრაში 4-ჯერ
დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- კატალონიურ გუნდში დაბრუნებულმა ტრაორემ დღევანდელ მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე 5 შეხვედრაში 4 საგოლე პასია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული