უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"ბარსელონამ" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ სტუმრად „გალათასარაი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი 0:0 დასრულდა. სტამბოლში მასპინძლები მარკაომ ლამაზი გოლით დააწინაურა, პედრიმ ანგარიში შედევრით გაათანაბრა, ხოლო ვიდრე მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, ობამეიანგმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სამაგიეროდ, ობამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და „ბარსა“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კატალონიელებმა გაიმარჯვეს.

"ბარსელონა" ბოლო 11 შეხვედრაში დაუმარცხებელია (8 მოგება და 3 ფრე) და ფაქტია, რომ ხავის ხელმძღვანელობით პროგრესირებს.

სტამბლი. „ტელეკომი“
გალათასარაი - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 მარკაო (28), 1:1 პედრი (37), 1:2 ობამეიანგი (49)

altევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსამ" "გალათასარაის" ვერ სძლია

ასევე დაგაინტერესებთ