"ბარსელონა" ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„ბარსა“ ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფ „აინტრახტთან“ გერმანიაში წაგებას გადაურჩა (1:1). საპასუხო შეხვედრის დებიუტში სტუმრები კოსტიჩმა პენალტით დააწინაურა (ხავის გუნდის კარში ბოლო 2 შეხვედრაში 4 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელთაგან 2 ერიკ გარსიამ აიკიდა), 36-ე წუთზე ბორემ შორიდან გაუტანა ტერ შტეგენს და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბარსელონამ“ დიდი ძალებით შეუტია და ობამეიანგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი. სამაგიეროდ, სერბმა კოსტიჩმა 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა (მან საგოლე გადაცემაც
გააკეთა), 0:3 და კატალონიური კლუბი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 90+1-ე წუთზე ბუსკეტსმა ანგარიში შეამცირა, 90+11-ეზე დეპაიმ პენალტით დალაშქრა ტრაპის კარი და შეხვედრაც დასრულდა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - აინტრახტი 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 კოსტიჩი (4, პენ), 0:2 ბორე (36), 0:3 კოსტიჩი (67), 1:3 ბუსკეტსი (90+1), 2:3 დეპაი (90+11)
გაძევება: ნ'დიკა (90+10)

სხვა მატჩები

ატალანტა - ლაიპციგი 0:2 (1:1)
ლიონი - ვესტ ჰემი 0:3 (1:1)
რეინჯერსი - ბრაგა 3:1 (ძირ. დრო 2:1) (0:1)

ნახევარფინალში "აინტრახტი" "ვესტ ჰემს", ხოლო "ლაიპციგი" "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 28 აპრილს ჩატარდება, საპასუხოები - 5 მაისს, ფინალი კი - 18 მაისს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსელონა ზედმეტად გადაიხარა ტოტალიზატორისკენ. პატივცემულო ესპანელებო კეზერას დროინდელ ფინანსურ პოლიციას დააკითხინეთ მთელი გუნდი და აღიარებასაც მიიღებთ.
ALONZO
22:10 15-04-2022
3
კაი რას ვერ მიხვდით, ხავიმ თქვა რეალს თუ შეუძლია 0:3-დან 2:3-ის თამაში მეც შემიძლიაო და დაამტკიცა რო მართლა შეუძლიათ და რეალზე ნაკლები არ არიან :):):):)
ზურა
16:17 15-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული