"კამპ ნოუს" 30 ათასი გერმანელის მიერ "ოკუპაცია" - ლაპორტა აღშფოთებულია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა "აინტრახტთან" და გათამაშებას გამოეთიშა. "კამპ ნოუზე" 30 ათასი გერმანელი გულშემატკივარი იმყოფებოდა (მათთვის 5 ათასი ბილეთი იყო გამოყოფილი), რამაც ადგილობრივი ქომაგების პროტესტი გამოიწვია. ამაზე კომენტარი "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გააკეთა.

"ეს სირცხვილია და მომავალში არ უნდა განმეორდეს! ჯერ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის ნაწილი გვაქვს, ზომების მისაღებად ანალიზის გაკეთება მოგვიწევს. ეს შემაძრწუნებლად სამარცხვინოა. ამ მომენტიდან ამ საკითხს მკაცრად უნდა მოვეკიდოთ.

მე, როგორც კატალონიელს, მრცხვენია იმის გამო, რაც ვნახე. ვწუხვარ, რომ სტადიონზე სტუმართა ამდენი
ფანი შევუშვით. დღეს მე მრცხვენოდა. ზომებს მივიღებთ და ეს აღარასოდეს განმეორდება", - ციტირებს ლაპორტას AS-ი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგ გერმანელების მიერ ნაყიდი ბილეთების ფული, ხომ კარგად ჩაიჯიბე ლაპორტ?
kikus!
15 აპრილი 2022 10:32
5
კატალონიელებს ფანები ყავთ კი? აი ეს არის საკითხავი! მარტო, ტურისტებია მაგათი ფანები.
ABC.ABC-s
15 აპრილი 2022 11:52
2
კატალონიელებიც იყიდიდნენ არ აქვთ მაგათ პრობლემა
ABCABC
15 აპრილი 2022 11:11
1
ნაბიჭ***ო ლაპორტა მესი, რომ გაიმეტე,მაგის თუ გრცხვენია?
fui.
15 აპრილი 2022 10:08
5
ლაპორტა და სირცხვილი?:დდდ
ddd
15 აპრილი 2022 10:19
2
უხეირო თამაშის რომ შეგრცხვეს, აჯობებდა.
კოტე ბრეგვაძე
15 აპრილი 2022 09:51
1
მომღიმარო აფერისტო ლაპორტა! წინა დღეებში არ იცოდი, რომ უამრავი გერმანელი ფანი აპირებდა ჩამოსვლას? არ დაგეშვა ამდენის, კამპნოუზე დასწრება და გადაწყდებოდა ეგ ამბავი. თამაში, რომ დამთავრდა მერე დაინახე მაგათი სიმრავლე? მაგრამ ფულის სუნი სადაცა, იქ არის შენი ადგილი.
მორჩი წუწუნს!
15 აპრილი 2022 14:35
5
2003 წლიდან ბარსელონას ახალი ისტორია და მას შემდეგ მოგებული ტიტულები პირადად ლაპორტას დამსახურებაა,აბრალეთ ახლა ყველაფერი მაგ კაცს!!))ფინანსური კრიზისი აქვს ბარსას და დღევანდელი მდგომარეობით ერთი გაღლეტილი და ჯიბეგაფხეკილი გუნდია,არც რეალია უკეთეს დღეში,მაგრამ პერესი უფრო მაგარი მაფიოზი გამოდგა!
რა ბრიყვები ხართ ყველაფერს ლაპორტას რომ აბრალებთ!
15 აპრილი 2022 18:10
1
ჩვენ კი არა, შენი ლაპორტაა ბრიყვზე უფრო დიდი ბრიყვი! ამდენი და ამდენი ფანი ჩამოდისო აჭრელებული იყო პრესა და მიეღო ზომები და არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. მაგის გაკეთებული საქმეები არ დაიშვას! ჯერ სადა ხართ გამოჩნდება ეგ თქვენი ლაპორტა, თუ რა მამაძაღლია!
ბრიყვ, ლაპორტას მომხრეებს.
16 აპრილი 2022 12:03
0
ბევრი წერს, რომ ლაპორტას ბრალია, რა სისულელეა, რატომ იზამდა ასეთ რამეს? ცუდი უნდა კლუბისთვის თუ? სავარაუდოდ ესპანიოლის ან რეალის ფანების მოწყობილია, იყიდეს ბილეთები და ხელზე გადაყიდეს. იმედია გაირკვევა სიმართლე, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს
BarcaFan
15 აპრილი 2022 20:31
4
ეს ელემენტარულად იმას ნიშნავს რომ ბარსას გულშემატკივარი აღარ იკლავს თავს სტადიონზე მისვლით. ხოდა დაფიქრდი ლაპორტ რატომ ხდება ეგრე?
???
16 აპრილი 2022 00:03
0
მაგას რა მიხვედრა უნდა?უცხოელიც და ადგილობრივიც, ლეო მესის საყურებლად დადიოდა! მაგრამ მთლიანობაშიც ობიექტურებიც უნდა ვიყოთ, კატალონიაში არ არიან ისეთი ფანები, როგორიც ყავთ ინგლისელებს და იგივე გერმანელებსაც, აგერ კიც დაამტკიცეს გერმანელებმა თავიანთი გუნდის ფანობაც!
???-სს
16 აპრილი 2022 11:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული