ალეხანდრო გარნაჩომ "მანჩესტერში" 58-წლიანი რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ალეხანდრო გარნაჩოს გოლით გასვლაზე "სოსიედადს" 1:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლით არგენტინელმა ლეგენდარული ჩრდილოირლანდიელის, ჯორჯ ბესტის რეკორდი დაამხო.

გარნაჩო 18 წლისა და 125 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მაისურით ევროტურნირებზე შეაგდო. რაც შეეხება ბესტს, მან ეს 18 წლისა და 158 დღისამ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული