ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში დარჩენილი ცხრა მატჩი ჩატარდა.

„ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და კონტრშეტევისას ჟედსონმა დააწინაურა. გიორგი მიქაუტაძე 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ანგარიში კი არ შეიცვალა.

„ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ წააგო, 6 ქულით მეათე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს გასვლაზე „ჰოფენჰაიმთან“ გამართავს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - ბეშიქთაში
გოლი: ჟედსონი (71)

სხვა მატჩების შედეგები:

ბილბაო - სლავია 1:0
პორტუ -
ჰოფენჰაიმი 2:0
ტვენტე - ლაციო 0:2
ფენერბაჰჩე - მანჩესტერი 1:1
მალმიო - ოლიმპიაკოსი 0:1
რეინჯერსი - სტიაუა 4:0
ანდერლეხტი - ლუდოგორეცი
ტოტენჰემი - ალკმაარი 1:0

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროა, ასე ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილიყო - მონაკოს - შემადგენლობაში არ ჯობდა?
იმედია მალე დალაგდება და გატეხავს ნავსს და აიწყვიტავს.
წარმატებები ჟორჟ!!!!
1
შვიდა და მერე რა? მაგ თახსირებმა ერთის მეტად ბურთი ვერ მისცეს თავდამსხმელს, 12 წუთის განმავლობაში! პაშლი ანი.....
მალხაზ ჯობავა
11:38 25-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული