მოიზე კინი "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
ფოტო: Goal.com

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ფინეთის კარში გატანილი გოლის ავტორი, ტურინის "იუვენტუსის" ამომავალი ვარსკვლავი მოიზე კინი ბოლო 60 წლის მანძილზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

კინმა ნაკრების მაისურით გოლის გატანა 19 წლისა და 23 დღის ასაკში შეძლო,  "სკუადრა აძურას" ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი კი 1958 წელს ბრუნო ნიკოლე გახდა (18 წელი და 253 დღე).

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთთან მატჩში 19 წლის კინი იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. სანაკრებო დებიუტი კინს
გასული წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ის აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

იტალიისა და ფინეთის მატჩში (2:0) კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი დააფიქსირა - "სკუადრა აძურას" ბოლო 15 გოლი 15-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. 2017 წლის ივნისში ლიხტენშტეინთან მოგების შემდეგ (5:0) იტალიის ნაკრებში გოლები მატეო პოლიტანომ, კრისტიანო ბირაგიმ, ფედერიკო ბერნარდესკიმ, ჟორჟინიომ, სიმონე ძაძამ, ლეონარდო ბონუჩიმ, ანდრეა ბელოტიმ, მარიო ბალოტელიმ, ლორენცო ინსინიემ, ანტონიო კანდრევამ, ჯორჯო კიელინიმ, ჩირო იმობილემ და მანოლო გაბიადინიმ გაიტანეს, ფინეთთან მატჩში კი მეტოქე ნიკოლო ბარელამ და მოიზე კინმა დაამწუხრეს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული