EURO 2020. საკვალიფიკაციო: რონალდომ ტრავმა მიიღო, ინგლისმა და საფრანგეთმა გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
25 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა.

ინგლისი სტუმრად ადვილად გაუსწორდა 5:1 მონტენეგროს. არადა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივას "სამი ლომი" დაეუფლა და დამაჯერებლად იმარჯვა. ინგლისმა პირველ ტურში ჩეხეთს 5:0 მოუგო და 1984 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ზედიზედ 2 შეხვედრაში 5-5 გოლი.

უკრაინამ სტუმრად როდრიგესის მიერ 90+3-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით დაამარცხა 2:1 ლუქსემბურგი და B ჯგუფში გალიდერდა.

პორტუგალიამ სახლში ისევ ვერ გაიმარჯვა - სერბეთს
დაუზავდა. თან, 31-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის ტრავმა მიიღო რონალდომ და შეცვალეს.

საფრანგეთმა პარიზში ისლანდია 4:0 გაანადგურა. დიდიე დეშამის გუნდმა ტურნირის სტარტზე ზედიზედ 2 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 8:1 და H ჯგუფში გალიდერდა.

A ჯგუფი
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ბულგარეთი 1:1
გოლები: 0:1 ბოჟიკოვი (39), 1:1 ზანელი (61)

პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - ინგლისი 1:5
გოლები: 1:0 ვესოვიჩი (17), 1:1 კინი (30), 1:2 ბარკლი (38), 1:3 ბარკლი (59), 1:4 კინი (71), 1:5 სტერლინგი (81)

B ჯგუფი
ლუქსემბურგი. "ჯოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - უკრაინა 1:2
გოლები: 1:0 ტურპელი (34), 1:1 ციგანკოვი (40), 1:2 როდრიგესი (90+3, საკ. კარში)

ლისაბონი. "და ლუზი"
პორტუგალია - სერბეთი 1:1
გოლები: 0:1 ტადიჩი (7, პენ), 1:1 პერეირა (42)


H ჯგუფი

ესკეშეჰირი. "იენი ესკეშეჰირი"
თურქეთი - მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 კალდირიმი (24), 2:0 ტოსუნი (26), 3:0 ტოსუნი (53), 4:0 აიჰანი (70)
გამოუყენებელი პენალტი: ილმაზი (53)

ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - ალბანეთი 0:3
გოლები: 0:1 სადიკუ (21), 0:2 ბალაი (82), 0:3 აბაში (90)

პარიზი. "სტად დე ფრანსე"
საფრანგეთი - ისლანდია 4:0
გოლები: 1:0 უმტიტი (12), 2:0 ჟირუ (68), 3:0 მბაპე (78), 4:0 გრიზმანი (84)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგლისის ნაკრებში ორი გოლი რო აქვს გატანილი, კინი რო გიწერიათ, ჰარი ქვია მაგ ბიჭს?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული