უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

უკრაინის ნაკრებს, შესაძლოა, შესარჩევის ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალოს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებს, შესაძლოა, პორტუგალიასა და ლუქსემბურგთან მატჩებში ტექნიკური მარცხი ჩაეთვალოს.

პორტუგალიური Mais Futebol-ის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებმა ფეხბურთელის ნატურალიზების წესები დაარღვია, როდესაც ფორვარდმა ჟუნიორ მორაესმა მიმდინარე წლის 18 მარტს უკრაინული პასპორტი მიიღო და მას შემდეგ შესარჩევი ეტაპის ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.

გამოცემის წყაროს მტკიცებით, ფიფას წესდება ითხოვს, რომ ახალი საფეხბურთო მოქალაქეობის მიღებამდე ფეხბურთელმა მუდმივ საფუძველზე ქვეყანაში ხუთი წელი უნდა იცხოვროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟუნიორ მორაესი 2017 წლის თებერვალ-ივნისში ჩინურ "ტიანძინ ქუანძინში" იჯარით თამაშობდა, რა დროსაც უკრაინაში ყოფნა შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ჟუნიორ მორაესმა
პორტუგალიასთან 0:0 დასრულებულ მატჩში მოედანზე 15 წუთი, ლუქსემბურგთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში კი 90 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში ფეხბურთელის ნატურალიზების წესების დარღვევისთვის ორი ტექნიკური წაგებით ბოლივიის ნაკრები დაისაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ