ჩვენი მეტოქეები: დანია შვეიცარიასთან 84-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა და ფრეს მიაღწია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შვეიცარიისა და დანიის ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.

არადა, სტუმრები 84-ე წუთამდე 0:3-ს აგებდნენ.

შვეიცარიელთა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, რომ 80 წუთი კარგად ითამაშეს, შემდეგ კი უკან ღრმად დაიხიეს, რისთისაც დაისაჯნენ, თუმცა 2 შეხვედრაში აღებული 4 ქულა ცუდი შედეგი არაა და ხელიდან გაშვებული გამარჯვება ფეხბურთელებზე ცუდად არ იმოქმედებს.

დანიელთა თავკაცმა ოგე ხარეიდემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთის გაგება ხანდახან წარმოუდგენელია, მისი ფეხბურთელები ფანტასტიკურად გაისარჯნენ, გუნდი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ერთი გუნდი არიან და ძალიან უნდათ
ევროპირველობაზე გასვლა.

ბაზელი. "სენტ იაკობი"
შვეიცარია - დანია 3:3
გოლები: 1:0 ფროილერი (19), 2:2 ჯაკა (66), 3:0 ემბოლო (76), 3:1 იორგენსენი (84), 2:3 გიტკიაერი (88), 3:3 დალსგაარდი (90+3)

შვეიცარია: შომერი, მბაბუ, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (ბენიტო 46), ზაკარია, ჯაკა (სოუ 79), ფროილერი,  ემბოლო, ცუბერი, აჯეტი ( მეჰმედი 71)

დანია: შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, მ. იორგენსენი, ლარსენი,  შიონე (ჰოიბერგი 70), დელენი, ერიკსენი,  პოულსენი, ბრაიტვაიტი, ნ. იორგენსენი (გიტკიაერი 70)

მკითხველის კომენტარები / 12 /
საერთოდ ნაკრები არ გვყავს,არც მწვრთნელი,შეცვლებს აგვიანებს,სათამაშო სქემა და გუნდის გადაწყობა კრიტიკას ვერ უძლებს,ცხადაძის გაშვება შეცდომა იყო,ძალიან არ მინდა,მაგრამ დანიასთან და შვეიცარიასთან გასვლაზე თამაში იქნება კატასტროფა,დიდი ანგარიშით წაგებები,ამას აქედანვე უნდა შევეგუოთ სამწუხაროდ.
ზაზა კორტანელი
19:30 27-03-2019
1
Sheeshvit am vais.რvais.rac gaaketa,imaze mets ampexburtelebit veravin gaaketebs.უgaaketebs.uketesebi ki ar gvkavs.ეgvkavs.es realobaa da tvali unda gavuscorot.მgavuscorot.mixedet pexburts regionebshi,sadac normalur moedans ver naxavt.სnaxavt.skolebze saubari xom zedmetia.zedmetia.marto tbilisit pons ver gaxvalt.
vagneri janashis
15:32 27-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული